მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მონტოია 2014 წლამდე გაახანგრძლივებს

მონტოია 2014 წლამდე გაახანგრძლივებს

როგორც კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალური საიტი იტყობინება, სარეზერვო გუნდის მარჯვენა მცველი მარტინ მონტოია ახალ კონტრაქტს გააფორმებს გუნდთან, რომლის თანახმადაც ლურჯ-ბროწეულისფერი მაისური 2014 წლამდე ეცმევა. მისი გაყიდვის ფასი ამ სეზონის ბოლომდე 12 მილიონი ევრო იქნება, ხოლო 2013/14 წლების სეზონში 20 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

მონტოია “ბარსა ბ-ში” უმეტესობა შემთხვევებში ძირითად შემადგენლობაში გამოდის. მან ასევე მონაწილეობა მიიღო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, სადაც პირველ გუნდთან ერთად “ბატეს” დაუპირისპირდა და გოლიც გაუტანა.

კლუბის ხელმძღვანელობა და ფეხბურთელი გააფორმებენ ახალ კონტრაქტს ოთხშაბათს, 21 დეკემბერს.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში