მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფერნანდესი: “ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ინიესტაა”

ფერნანდესი: “ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ინიესტაა”

ფრანგული “პსჟ”–ის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ფერნანდესმა, განაცხადა, რომ მას ძალიან მოსწონს კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელი ანდრეს ინიესტა. სპეციალისტის თქმით, ესპანელი ნახევარმცველი “პრიმერა დივიზიონში” თამაშის ხარისხით მთავარ ვარსკვლავებს, ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუსაც კი სჯობს.

 

“ყველა ლაპარაკობს კრიშტიანუ რონალდუზე და ლიონელ მესიზე, მაგრამ ჩემთვის ესპანეთის ჩემპიონატში ერთადერთი საუკეთესო ფეხბურთელი ანდრეს ინიესტაა. იგი თავის დავალებებს ყოველთვის კარგად ასრულებს. მას შესანიშნავად შეუძლია ბურთის კონტროლი, საოცარი გადაცემების გაკეთება და გოლების გატანა. “ბარსელონას” ნახევარმცველი ამ ყველაფერს ძალიან იოლად აკეთებს და თავად შეუძლია წარმართოს მატჩი. როდესაც ანდრესი ბურთს იღებს შეგიძლია მშვიდად იყო, რადგან ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა.” –განაცხადა ფერნანდესმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში