მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსამ” მორიგი ვარჯიში გამართა

“ბარსამ” მორიგი ვარჯიში გამართა

“ბარსელონამ” დღეს ბოლოს წინა ვარჯიში გამართა იმ მოედანზე, სადაც ის ხვალ “ალ სადს” დაუპირისპირდება. ვარჯიში ნაშუადღევს გაიმართა და მას 23-ვე ფეხბურთელი ესწრებოდა. მოგვიანებით, სესიის დასრულების შემდეგ პეპ გვარდიოლა და ანდრეს ინიესტა პრესის წინაშე წარსდგნენ.

 

კატალონიელები ხვალ კიდევ ერთხელ ივარჯიშებენ, ხოლო შემდეგ მიმდინარე წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში პირველ მატჩს გამართავენ. შეხვედრა შედგება “იოკოჰამას” საერთაშორისო სტადიონზე, სწორედ იქ, სადაც 2006 წელს ამავე ჩემპიონატის ფინალში “ბარსელონა” ბრაზილიურ გუნდთან დამარცხდა. მაშინ “ბლაუგრანას” რიგებში დღევანდელი შემადგენლობიდან პუიოლი, ვალდესი, ჩავი, ინიესტა და მესი ირიცხებოდნენ. ხსენებულ ფინალში მონაწილეობა არ მიუღია მესის, რომელიც ტრავმირებული გახლდათ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში