workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
12 ფეხბურთელის შესაძლო დებიუტი საკლუბო მუნდიალზე

12 ფეხბურთელის შესაძლო დებიუტი საკლუბო მუნდიალზე

კატალონიის “ბარსელონას” 23 კაციან განაცხადში 12 ისეთი ფეხბურთელია, რომელთაც არასდროს უთამაშიათ საკლუბო მუნდიალზე. ესენი არიან: ფაბრეგასი, ვილია, სანჩესი, მასკერანო, ალკანტარა, დოს სანტოსი, პინტო, მაქსველი, ადრიანო, ფონტასი, კუენკა და ოიერი. აღსანიშნავია, რომ პინტო, მაქსველი და დოს სანტოსი იყვნენ გუნდის განაცხადში 2009 წელს, თუმცა მონაწილეობა არცერთ მატჩში არ მიუღიათ.

 

იოკოჰამა 2006 – აბუ დაბი 2009 – იოკოჰამა 2011

 

განაცხადში 11 ისეთი ფეხბურთელია, რომელთაც მოგებული აქვთ ეს ტურნირი: ვალდესი, ალვეში, პიკე, პუიოლი, აბიდალი, ინიესტა, ჩავი, ბუსკეტსი, კეიტა, პედრო და მესი. გუნდის 4 კაპიტანი მესამედ ღებულობს ამ ტურნირში მონაწილეობას: ვალდესი, ჩავი, ინიესტა და პუიოლი. აღსანიშნავია, რომ “შესანიშნავმა ოთხეულმა” 2006 წელს მარცხი იწვნია პორტუ ალეგრის “ინტერნასიონალთან”.

 

გვარდიოლას მესამე

 

ეს ტურნირი პეპისთვის მესამე იქნება. ფეხბურთელის რანგში იგი 1992 წელს დამარცხდა “სან პაულოსთან” 2:1. ზუსტად 17 წლის შემდეგ იგი მწვრთნელის ამპლუით წარსდგა და ფინალში “ესტუდიანტესი” დაამარცხდა 2:1 პედროსა და მესის გოლების წყალობით.

 

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward