თითქმის ერთ დღიანი დასვენების შემდეგ, “ბარსელონა” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარ-ფინალური მატჩისთვის მზადებას შეუდგა. ვარჯიში ღია იყო მედიისთვის და მას ესწრებოდა ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც იაპონიაში გაემგზავრა.
მეორე ვარჯიში გუნდმა ადგილობრივი დროით 20:00 საათზე გამართა, ჩასვლიდან ზუსტად 24 საათის შემდეგ. შეკრება “იოკოჰომა მარინოსის” სავარჯიშო ბაზაზე გაიმართა. ფეხბურთელები სამ ნაწილად გაიყვნენ. ლურჯი მაისურებით პიკე, ფონტასი, ადრიანო, ჩავი, მესი, პედრო და ალექსისი თამაშობდნენ. სტაფილოსფერი მაისურები მაქსველს, პუიოლს, კეიტას, კუენკას, სესკსა და ალვეშს ეცვათ. “ბარსას” ჩვეულ სავარჯიშო ფორმაში კი გამოწყობილები იყვნენ აბიდალი, ტიაგო, ინიესტა, ვილია, მაშერანო და დოს სანტოსი. სერხიო ბუსკეტსი პერიოდულად სხვადასხვა შემადგენლობაში გამოდიოდა. ასევე იცვლებოდნენ ვალდესი, პინტო და ოიერი.

















