მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკე–პუიოლის წაუგებელი სერია “ლა ლიგაში” გრძელდება

პიკე–პუიოლის წაუგებელი სერია “ლა ლიგაში” გრძელდება

“რეალისა” და “ბარსელონას” დაპირისპირებას არ ჩაუვლია საინტერესო ფაქტებისა და რეკოდრების და ანტირეკორდების გარეშე. გთავაზობთ ყველაზე ყურადღება გასამახვილებელ ინფორმაციას.

 

–”ბარსელონამ” წერტილი დაუსვა “რეალის” ზედიზედ 15 მატჩიან მოგებულ სერიას. მადრიდელებმა 10 პრიმერა დივიზიონის და 5 ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში გაიმარჯვეს. ისინი ასევე დაუმარცხებლები იყვნენ “სანტიაგო ბერნაბეუზე”.

 

–გვარდიოლას ხანაში, “ბარსას” არ წაუგია “ბერნაბეუზე. პეპის შეგირდებმა 6 მატჩიდან 4–ში იმარჯვეს, ხოლო 2 ფრედ დასრულდა. “ლურჯ–ბროწეულისფერებმა” “რეალს” სამჯერ სძლიეს ლა ლიგაში, ხოლო ერთხელ ჩემპიონთა ლიგაში.

 

–ზედიზედ 26–ე განსხვავებული შემადგენლობა. გვარდიოლამ არ დაარღვია ტრადიცია და უკვე მიყოლებით, 26–ჯერ შეცვალა სასტარტო თერთმეტეული. “რეალთან” დაპირისპირებაში, პეპმა მოედანზე ისინი შეუშვა, ვისაც აქამდე არცერთი მატჩი არ ჰქონდათ ერთად დაწყებული.

 

–მესი და ალვეში არიან ის ფეხბურთელები, რომელბმაც გვარდიოლას მოსვლის შემდეგ ყველა “კლასიკო” ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს. მათ გარდა ეს მიღწევა არცერთ მოთამაშეს არ აქვს.

 

–კვირის “კლასიკოში, გვარდიოლას გამოყენებული 14 ფეხბურთელიდან, 9 გუნდის აღზრდილი გახლდათ. ვალდესი, პუიოლი, პიკე, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, სესკი, მესი და პედრო ის მოთამაშეები არიან, ვინც თავის დროზე “ბარსას” საფეხბურთო სკოლაში დადიოდნენ. მადრიდელთა მხრიდან, ასეთი მხოლოდ კასილიასი იყო.

 

–”ბარსას” ბურთის ფლობამ 67.5%–ს მიაღწია. მათ კვლავ არ აუარეს გვერდი საკუთარ თამაშის სტილს და ამჯერადაც “დაუმალეს” მეტოქეს ბურთი.

 

–ჩავიმ ლურჯ–ბროწეულისფერი მაისურით მე–600–ე შეხვედრა ჩაატარა და ეს საიუბილეო ფაქტი მარსელოს დახმარებით გოლითაც აღნიშნა.

 

–ალექსისი და სესკი, ორი ახალწვეული. ისინი “ბარსელონამ” ზაფხულში შეიძინა და შაბათს ორივე მათგანი ძირითად შემადგენლობაში იყო და ორივემ აიღო კასილიასის კარი.

 

–ფაბრეგასისთვის ეს გოლი მე–10 გამოდგა “ბარსას” რიგებში. აქედან ხუთ შემთხვევაში, ესპანელმა ნახევარმცველმა მეტოქეს თავით გაუტანა.

 

–პიკემ და პუიოლმა პრიმერა დივიზიონში სულ 55 მატჩი გამართეს ერთად და აქედან 46 შემთხვევაში “ბარსამ” გაიმარჯვა, ხოლო 9–ჯერ მატჩი ფრედ დასრულდა.

 

–პუიოლმა გასულ “კლასიკოში” 14–ჯერ აართვა ბურთი მეტოქეს და არცერთხელ არ დაკარგა. მან თამაშის წესები მხოლოდ ერთხელ დაარღვია და მეტოქეც ასევე ერთხელ დაჯარიმდა მასზე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში