მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“რეალი”–”ბარსელონა”. როსელი მატჩის შემდეგ

“რეალი”–”ბარსელონა”. როსელი მატჩის შემდეგ

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტი სანდრო როსელი “ელ კლასიკოს” დამაჯერებლად და ბრწყინვალედ მოგების შემდეგ ძალიან კმაყოფილი იყო. მან თავისი გუნდის ყველა წევრი, ფეხბურთელებიდან დაწყებული მწვრთნელებით დამთავრებული შეაქო და თქვა, რომ ძალიან ამაყია იმის გამო, რომ ასეთი გრანდის პრეზიდენტია.

 

“ვიცი, რომ არ არის კორექტული ასეთი რამის თქმა, თუმცა ვთვლი, რომ ჩვენ მოწინააღმდეგე აშკარად დავტუქსეთ. უნდა ვიამაყოთ ამ გუნდით, მწვრთნელებით და ფეხბურთელებით. ყოველთვის დიდი სიამოვნებაა ამ გუნდის პრეზიდენტობა, მაგრამ დღეს რაღაც განსხვავებულს ვგრძნობ, ეს ყველაფერი ორმაგად მახარებს. რა თქმა უნდა ყოველთვის რთულია, როცა სწრაფ გოლს უშვებ. ამის მიუხედავად, ჩვენმა ნახევარდაცვამ ბურთი ხელთ იგდო და წარმართა მატჩის მიმდინარეობა. ვულოცავ ყველა “ბარსელონას” გულშემატკივარს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას.” –ციტირებს “ბლაუგრანას” პრეზიდენტის სიტყვებს LaSexta.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში