მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“რეალი”–”ბარსელონა”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

“რეალი”–”ბარსელონა”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

გთავაზობთ გუშინდელი ჯახის შემდეგ ფეხბურთელთა მიერ გაკეთებულ კომენტარებს.

 

ჩავი: “ჩვენ აშკარად “რეალზე” უკეთესები ვიყავით მიუხედავად იმ შეცდომისა, რომელიც პირველივე წუთზე დავუშვით. “ბარსელონას” მთავარი იარაღი მისი ფილოსოფიაა. მთავარია ყოველთვის სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ვაჩვენოთ ლამაზი ფეხბურთი, მნიშვნელობა არ აქვს დავამარცხებთ თუ არა მოწინააღმდეგეს. ვალდესმა პირველი დაშვებული შეცდომის შემდეგ მოწინააღმდეგის აბსოლუტურად ყველა დარტყმული დამაჯერებლად მოიგერია. ჩვენ მადრიდელებზე” ძლიერები ვიყავით და დამსახურებულადაც გავიმარჯვეთ.”

 

სესკი: “ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. პირველი ტაიმი რთული გამოდგა, თუმცა მეორე ნახერვარში კარგად ვითამაშეთ.თითქმის 70 წუთის მანძილზე სამი მცველით ვიყავით მოედანზე და სწორედ ასე შევძელით და დავამარცხეთ “რეალი” “ბერნაბეუზე”. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.”

 

პიკე: “ვიცოდით, რომ ისინი ყველაფერს იზამდნენ წარმატების მისაღწევად. საჭირო იყო ჩვენს სტილში გვეთამაშა და საკუთარი თავის გვეწამა. გადავწყვიტეთ, უკანა ხაზში 3 ფეხბურთელით გამოვსულიყავით, თუმცა მე–10 წუთამდე ამას ვერ ვახერხებდით და დახმარება გვჭირდებოდა.”

 

კასილიასი: “ჩვენ არ ვჩქარობდით და ვცდილობდით დაგვეწყნარებინა თამაში. ყველაფერი “ბარსელონას” მეორე გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც ჩვენზე აშკარად იმოქმედა. ვწუხვარ, რომ დავმარცხდით, რადგან მატჩი კარგად დავიწყეთ. ამის მიუხედავად, წინ კიდევ 30 შეხვედრამდეა გასამართი და “ბარსაზე” ჩაციკვლა არ ივარგებს. წინ ესპანეთის თასზე გველის მატჩი, ხოლო შემდეგ კი უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება “სევილიასთან”. კატალონიელებთან წაგება საკუთარ მოედანზე არ არის სასიამოვნო, თუმცა ამ ყველაფრის რომელიმე კონკრეტულ ფეხბურთელზე დაბრალება არ არის მართალი. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და წაგებაც და მოგებაც ყველას გვეხება.”

 

ალონსო: “მატჩში გარდატეხა “ბარსელონას” საპასუხო გოლმა შეიტანა. ჩვენმა ტაქტიკამ გაამართლა და ეს პირველივე წუთებიდანვე ჩანდა. ჩვენ ხშირად ვუტევდით და ვქმნიდით მომენტებს. ვწუხვარ, ანგარიში 1:0 დიდხანს რომ ვერ შევინარჩუნეთ. საბოლოო ჯამში შედეგით უმაყოფილოები ვართ, მაგრამ საჭიროა არ დავკარგოთ ოპტიმიზმი და მომდევნო შეხვედრებში კარგად წარმოვაჩინოთ თავი.”

 

რამოსი: “ელ კლასიკო” ყოველთვის განსხვავებულია. ამ დაპირისპირებისას სხვანაირი შემართებით გადიხარ მოედანზე და როცა მარცხდები, თან საკუთარ მოედანზე, ძალიან დამწუხრებული ხარ. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ და მეორე გოლის გატანის შანსიც გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. მეტოქემ ყველა საგოლე შესაძლებლობა გამოიყენა და მოიგო კიდეც. აუცილებლად აღსანიშნავია “ბარსელონას” კარგი თამაში. ჩემპიონატი კი გრძელდება და ცხოვრება ნამდვილად არ დასრულებულა. წინ “სევილიასთან” შეხვედრა გველის, რომელიც ასევე ურთულესი იქნება.”

 

მარსელო: “ვიცოდით, რომ ეს მატჩი ადვილი არ იქნებოდა. კარგად დავიწყეთ, თუმცა ანგარიშის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ. ახლა კონცენტრაცია ესპანეთის თასზე და შემდეგ კვლავ პრიმერა დივიზიონზე უნდა მოვახდინოთ. თუ შემდეგ ტურში “სევილიას” დავამარცხებთ, კვლავ ლიდერები ვიქნებით.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში