“ბარსელონა” “ბარსელონას” უჭერს მხარს

“ბარსელონა” “ბარსელონას” უჭერს მხარს

ქალაქ ბარსელონას ძალიან ბევრ სპორტში ჰყავს შესანიშნავი გუნდი. ახლა ყველა სპორტში მოასპარეზე დიდ “ელ კლასიკოზეა” გადართული. სხვადასხვა სპორტში არსებული “ბარსელონას” გუნდის მწვრთნელებმა და კაპიტნებმა თანაქალაქელი ფეხბურთელების მხარდასაჭერი განცხადებებიც გააკეთეს.

 

ხავი პასკუალი–”ბარსელონას” მწვრთნელი კალათბურთში

“ასეთი სახის მატჩებში მთავარი გრძნობაა. ეს საფეხბურთო ფესტივალია. ჩვენ შეიძლება ისეთი დაპირისპირების მომსწრენი გავხდეთ, როგორიც დიდი ხანია არავის უნახავს. აუცილებლად, დაწყებისთანავე სიამოვნება უნდა მივიღოთ. იმის მიუხედავად, რომ ამ მომენტისთვის ორივე გუნდი კარგ ფორმაშია, მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო უკეთესი შედეგი ვაჩვენეთ მნიშვნელოვან შეხვედრებში. რაც არ უნდა მოხდეს, მე მაინც დადებითად ჩავთვლი ამ მატჩს, რადგან დარწმუნებული ვარ “ბარსელონა” კიდევ ერთხელ აჩვენებს ნამდვილ, ულამაზეს ფეხბურთს. ისე კი, ვფიქრობ ეს დიდი დაპირისპირება 1:3 დასრულდება.”

 

ხუან კარლოს ნავარო–”ბარსელონას” კაპიტანი კალათბურთში

“ვიმედოვნებ, რომ კარგ თამაშს ვნახავ. მინდა, 90 წუთის მანძილზე სიამოვნება მივიღო და “ბარსამ” გაიმარჯვოს. თუ ვერ მოვიგებთ, ეს პრიმერა დივიზიონში საქმეს გაართულებს, რადგან 9 ქულით უკან დავრჩებით, თუმცა რა თქმა უნდა ყველაფერი წინ იქნება. “ასულგრანას” ლამაზი და სანახაობრივი ფეხბურთის და გამო, მჯერა მათი და ველოდები გამარჯვებას. ვფიქრობ საბოლოო შედეგი 1:3 იქნება.”

 

ხავი პასკუალი–”ბარსელონას” მწვრთნელი ხელბურთში

“ვფიქრობ, თანაბარი თამაში იქნება, თუმცა დარწმუნებული ვარ “ბარსელონა” გამარჯვებულის რანგში დატოვებს მოედანს. ისინი სათამაშო სტილის ფილოსოფიას არ შეიცვლიან. ეს არის მთავარი წარმატების გასაღები. რაც შეეხება ზუსტ ანგარიშს, ნებისმიერს მივიღებ, მთავარია მოვიგოთ. თუ მაინც და მაინც ერთი ვარიანტი უნდა ვთქვა, მაშინ ალბათ 2:3.”

 

ნაჯი–”ბარსელონას” კაპიტანი ხელბურთში

“ეს არის ნამდვილად კლასიკური თამაში, სადაც გამარჯვებული ყოველთვის სანახაობრივი და დაძაბული დაპირისპირების შემდეგ ვლინდება. ვფიქრობ, ძალიან ტაქტიკური თამაში იქნება. ორივე გუნდი ეცდება თავისი ფსიქოლოგიით მოიგოს შეხვედრა. მადრიდელები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ფრედ მაინც დაამთავრონ მატჩი და მოიგონ მცირე სხვაობით. “ბარსა” კი მოსაგებად თავს არ დაზოგავს. ჩემის აზრით, 90 წუთის შემდეგ ტაბლოზე ანგარიში 0:1 იქნება.”

 

მარკ კარმონა–”ბარსელონას” მწვრთნელი ფუტზალში

“ვიმედოვნებ, ეს მატჩი ცოტა განსხვავებული იქნება გასული დაპირისპირებებისგან, სადაც ჩაკეტილი და არც ისე კარგი საყურებელი დაპირისპირებები იყო. არც ერთი გუნდი არ დაზოგავს თავს სასარგებლო შედეგის მისაღწევად. ამის მიუხედავად, მაინც დაგენაძლევებით, რომ “ბარსელონა” მოიგებს. საბოლოო შედეგი ალბათ 2:3 იქნება.”

 

ხავი როდრიგესი–”ბარსელონას” კაპიტანი ფუტზალში

“ძალიან მიმზიდველი თამაში იქნება. ორივე გუნდი ბრწყინვალე ფორმაშია და მოსაგებად ყველაფერს გაიღებს. ჩვენი მთავარი მიზანია მოვიპოვოთ 3 ქულა და რადიკალურად შევცვალოთ სიტუაცია “ლა ლიგაში.” ვფიქრობ, ანგარიში 2:3 იქნება.”

 

გაბი კაირო–”ბარსელონას” მწვრთნელი დარბაზის ჰოკეიში

“როდესაც “კლასიკოს” უყურებ, ყოველთვის ელოდები რაღაც განსხვავებულ, საოცარ დაპირისპირებას. ორივე გუნდი ყოველთვის ბოლომდე იბრძვის და ახლაც ასე იქნება. ჩვეულებრივ, ასეთ შემთხვევებში მატჩი ფრედ სრულდება, თუმცა კარგი იქნება თუ მოვიგებთ. მე და ყველაც ამ გუნდს თვალდახუჭული უნდა ენდოს. მე დიდ იმედებს ვამყარებ მათზე, მაგრამ მაინც მგონია, რომ მატჩი ფრედ, 1:1 მორჩება.”

 

ბეტო ბორეგანი–”ბარსელონას” კაპიტანი დარბაზის ჰოკეიში

“ვიმედოვნებ, “ბარსა” დამაჯერებლად მოიგებს. მათი ტაქტიკის და თამაშის სტილის შემყურეს, მგონია, რომ დამაჯერებლად დაამარცხებენ მადრიდელებს. ისეთ ადგილზე, როგორიც “სანტიაგო ბერნაბეუა” 3 ქულის მოპოვება ნამდვილად შეცვლის სიტუაციას “ლა ლიგაში.”

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი