მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ციფრები: მესი და რონალდო

ციფრები: მესი და რონალდო

მოახლოვებულ “კლასიკოს” წინ, ევროსპორტისა და “Opta”-ს ჟურნალისტებმა საინტერესო სტატისტიკა შეადგინეს. მათ ერთმანეთს შეადარეს მატჩის ორი მთავარი ფიგურა: ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო.

 

თამაშები

 

 – რონალდომ მიმდინარე სეზონში 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა “ბლანკოსის” მაისურით, მესიმ კი 15-ში (“ბარსელონას” მაისურით).

 

 – რონალდომ მოედანზე 1203 წუთი დაჰყო, მესიმ კი – 1288.

 

გოლები

 

 – რონალდომაც და მესიმაც 17-17 გოლი გაიტანეს.

 

 – რონალდომ 35 ზუსტი დარტყმა განახორციელა, მესიმ კი – 41.

 

 – რონალდომ 31-ჯერ ააცილა კარის ჩარჩოს ბურთი, მესიმ კი – 21-ჯერ. 21-21 დარტყმას კი მეტოქე გუნდის ფეხბურთელები გადაეღობნენ.

 

 – რონალდომ სულ 87-ჯერ დაარტყა ბურთი, მესიმ კი – 83-ჯერ. შესაბამისად, თითოეულს 6.2 და 5.5 დარტყმა აქვთ ერთ შეხვედრაში.

 

 – რონალდოს დარტყმებიდან 53% ზუსტია, ხოლო მესის დარტყმებიდან – 66%,

 

 – თუ რონალდოს დარტყმული კარის ჩარჩოში მიდის, 25.8% გოლი გადის, ხოლო მესის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 27.4%-ს უტოლდება.

 

გადაცემები 

 

 – რონალდო 842-ჯერ შეეხო ბურთს, მესი კი – 1392-ჯერ. საშუალოდ თითო მატჩში მათი ბურთთან შეხება 60.1 და 92.8-ა.

 

 – რონალდოს ანგარიშზე 6 ასისტია, მესის ანგარიშზე კი – 7.

 

 – რონალდომ 547 გადაცემა გააკეთა, მესიმ – 1002. შესაბამისად, 39.1 და 66.8 თითო შეხვედრაში.

 

 – რონალდოს პასების 82.8% ადრესატამდე მივიდა, ხოლო მესის პროცენტული მაჩვენებელი 84.5-ა.

 

ჩაწოდებები

 

 – რონალდომ სეზონში 32 ჩაწოდება განახორციელმა, მესიმ კი – 31. შესაბამისად, თითო მატჩში 2.3 და 2.1.

 

 – რონალდოს ჩაწოდებული ბურთების სიზუსტე 22%-ა, ხოლო მესისი – 19%.

 

დრიბლინგი

 

 – რონალდოს 62 დრიბლინგის მცდელობა ჰქონდა, მესის კი – 143. საშუალოდ თითო მატჩში 4.4 და 9.5.

 

 – რონალდოს დრიბლინგმა 30.6%-ში გაამართლა, მესისამ კი – 58%-ში.

 

დაცვა

 

 – რონალდომ მეტოქესთან შებრძოლება 10-ჯერ სცადა, ხოლო მესიმ 9-ჯერ. პორტუგალიელის წარმატება 100%-იანია, ხოლო არგენტინელის – 89%.

 

 – რონალდომ 2-ჯერ დაბლოკა ოპონენტის დარტყმა, მესიმ – არცერთხელ.

 

 – რონალდომ 9-ჯერ გამოიტანა ბურთი საჯარიმოდან, მესიმ ერთხელ,

 

 – რონალდომ 6-ჯერ ჩაჭრა ბურთი, მესიმ – 8-ჯერ.

 

დისციპლინა

 

 – რონალდომ 14 მატჩში 13-ჯერ დაარღვია წესი, მესიმ კი 15 თამაშში 11-ჯერ.

 

 – რონალდოს წინააღმდეგ 34-ჯერ დაჯარიმდნენ, მესის წინააღმდეგ კი – 31-ჯერ.

 

 – რონალდო 12-ჯერ მოხვდა თამაშგარეში, მესი კი – 13-ჯერ.

 

 – რონალდომ 2-ჯერ მიიღო ყვითელი ბარათი, მესიმ კი – ერთხელ.

 

როგორც ხედავთ, სტატისტიკა მესის სასარგებლოდ მეტყველებს, თუმცა დაცვითი ფუნქციების შესრულებაში უპირატესობა პორტუგალიელის მხარესაა…

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში