მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

მოგესალმებით “კულეებო”. როგორც იცით, სულ ცოტა ხანში მოგვიწევს გავხდეთ იმ საფეხბურთო სასწაულის მომსწრენი, რომელსაც “ელ კლასიკო” ჰქვია. პირველ ესპანურ დერბის რატომღაც უფრო დიდი ინტერესი აქვს, ეს ალბათ იმიტომ, რომ წინასწარი შეხედულება გვექმნება ამ მატჩში მონაწილე ორ გიგანტზე. ეს არის დღე, როდესაც დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი სახლშია და ელოდება შეხვედრის დაწყებას. მათთვის რთულია მოსწყდნენ ტელევიზორს. მადრიდელ ქომაგებს, რა თქმა უნდა, დიდი ხნის ნანატრი გამარჯვების ხილვა სურთ, ხოლო კატალონიელებს კიდევ ერთხელ მოგება. როგორც წესი, მატჩის მეორე დღე ძალიან დრამატულია… წაგებული გუნდის გულშემატკივრებს ხასიათი უფუჭდებათ და იწყებენ მომდევნო შეხვედრაზე ფიქრს, სადაც უთუოდ მათმა გუნდმა უნდა იმარჯვოს, რათა რევანში სრულფასოვნად გამოუვიდეს…

 

ახლა კი მივუბრუნდეთ მატჩის მნიშვნელობას. ეს იქნება უპრინციპულესი დაპირისპირება იმ გუნდებს შორის, რომლებიც დაკომპლექტებულნი არიან მსოფლიო დონის ვარსკვლავებით. გვინდა თუ არა, უამრავი ფეხბურთელის შედარება მოუწევს პუბლიკას ოპონენტი გუნდებიდან, მაგ: რონალდო – მესი, ალვეში – რამოსი, პეპე – პიკე, ასევე მოურინიო – გვარდიოლა. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ საფეხბურთო მასტერ-კლასს ვიხილავთ, თუმცა ბოლო შეხვედრებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, კვლავ “ბრძოლა წესების” გარეშეს უნდა ველოდოთ. იკერ კასილიასმა და ჩავი ერნანდესმა ამ ყველაფერზე ისაუბრეს და “გადაწყვიტეს”, რომ “ჩხუბი” აღარ იქნება.

 

ჩვენ, “კულეებს”, ძალიან გვსურს გამარჯვება, რაც ალბათ გამოწვეულია “ბარსელონას” არასტაბილური თამაშით გასვლით შეხვედრებში. მოგება შეგვმატებს რწმენას და უფრო მეტად გაგვიძლიერებს კლუბისადმი სიყვარულს (რაც არავის აკლია). გვეიმედება ჩვენი “უცხოპლანეტელების”: ინიესტასი, მესისი, ჩავისი. ველით საოცრებებს მათგან, როგორც ამას უწინ აკეთებდნენ. შეგახსენებთ, რომ მადრიდელთა უპირატესობა ეროვნულ ჩემპიონატში 3 ქულაა, თუმცა მატჩი აქვთ რეზერვში, რომლის მოგებაც არ უნდა გაუჭირდეთ (სავარაუდოდ). ასე რომ, ვივარაუდოთ 6 ქულა. “ბარსელონას” წაგების შემთხვევაში 9 ქულა გახდება სხვაობა, რაც კატასტროფის თუ არა სკეპტიკურობის ტოლფასი იქნება. პეპის ბიჭებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ მოედანზე, რათა მსოფლიოს დაანახონ პირველობა. ჯერ არ წასულა მათი დრო, მხოლოდ ახლა იწყება უფრო დიდი და უფრო მეტი ბარიერით “შეკაზმული” მწვერვალების დაპყრობა. გვერდში დავუდგეთ იმ კატალონიელებს, რომლებიც ფეხბურთის გამო ყველაფრისთვის მზად არიან… ჩვენ ისევე ძალიან გვიყვარს ისინი, როგორც მათ ჩვენ, “კულეები”. მათ მოუწევთ ბრძოლა სისხლის ბოლო წვეთამდე და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება !

 

Visca El Barca, Visca Catalynia !

 

ახლა კი ვიდეო განწყობისთვის. დარწმუნებული ვარ, უამრავჯერ გინახავთ, თუმცა იმდენად ამაღელვებელია, რომ არ მგონია, ვინმეს მობეზრდეს ამის ცქერა. დიახ, სწორედ გლადიატორები არიან ჩვენი ბიჭები და მოსაგებად იბრძოლებენ იმ კოლიზეუმში, რომელსაც “სანტიაგო ბერნაბეუ” ჰქვია !

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=pxtv3_bTOdY] 

 

მოდით, ახლა გავიხსენოთ გვარდიოლას შეგირდების მიერ მოგებული ბრწყინვალე “კლასიკოები” და ამაღლებული განწყობით შევხვდეთ საფეხბურთო სასწაულს…

 

 

1. “ბარსელონა”–”რეალი” 2:0 (2008–2009 წლის სეზონის პირველი ნახევარი)

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=9aeM3GlHlNs]

 

2. “რეალი”–”ბარსელონა” 2:6 (2008–2009 წლის სეზონის მეორე ნახევარი)

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=CKMOMQo035M]

 

3. “ბარსელონა”–”რეალი” 1:0 (2009–2010 წლის სეზონის პირველი ნახევარი)

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=-73fDkEJ_TU]

 

4. “რეალი”–”ბარსელონა” 0:2 (2009–2010 წლის სეზონის მეორე ნახევარი)

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=J79gYNgaU4U]

 

5. “ბარსელონა”–”რეალი” 5:0 (2010–2011 წლის სეზონის პირველი ნახევარი)

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=agEr41SA6nE]

 

 

6. “რეალი”-“ბარსელონა” 0:2 (2010-2011 წლის ჩემპიონთა ლიგის პირველი შეხვედრა)

 

 [media=http://www.youtube.com/watch?v=jReqyPFXCbU]

 

7. “ბარსელონა”-“რეალი” 3:2 (2011-2012 წლის ესპანეთის სუპერ-თასის განმეორებითი შეხვედრა)

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=lMdFjgni_-w]

 


ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში