ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა იოჰან კრუიფმა, თავისი აზრი გამოთქვა მოახლოვებულ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მატჩის შესახებ, სადაც მადრიდის “რეალი” საკუთარ მოედანზე კატალონიის “ბარსელონას” მიიღებს. ჰოლანდიელის თქმით, “ელ კლასიკო” როგორც არ უნდა დამთავრდეს, მაინც არაფერი იქნება გადაწყვეტილი და წინ კიდევ ბევრი მატჩია ჩასატარებელი.
“არ ვიცი ვინ არის ფავორიტი. მე ერთის თქმა შემიძლია, “ბარსელონა” მადრიდელებთან ყოველთვის მოგებისთვის თამაშობს. ყოველ შემთხვევაში, როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს “კლასიკო”, ესპანეთის ჩემპიონის ბედი არ გადაწყდება, რადგან წინ კიდევ უამრავი მატჩია გასამართი. ეს ჩვეულებრივი შეხვედრა იქნება და მეტი არაფერი. “რეალმაც” რომ გაიმარჯვოს, ეს არ დაამტკიცებს იმას, რომ ესპანურ ფეხბურთში ახლა ისინი დომინირებენ.” –ციტირებს კრუიფის სიტყვებს ესპანური გამოცემა AS.
შეხსენებისთვის გეტყვით, რომ “რეალი” “ბერნაბეუზე” “ბარსასთან” ჭიდილს 10 დეკემბერს, ღამის 01:00 სთ–ზე გამართავს.



