მადრიდის “რეალის” ყოფილმა პლეიმეიკერმა გუტიმ, განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია სამეფო გუნდის წარმატებაში კატალონიის “ბარსელონასთან” მატჩისას. ესპანელი ფეხბურთელის აზრით, “ლურჯ–ბროწეულისფერები” მეტისმეტად არიან დამოკიდებულნი ლიონელ მესიზე და თუ არგენტინელს თამაში არ წაუვა, მაშინ ისინი ვერაფერს იზამენ.
“რეალი” “ბარსელონას” დაამარცხებს და ამაში ძალიან დარწმუნემებული ვარ. ვფიქრობ, შეხვედრა 3:1 დასრულდება მადრიდელთა სასარგებლოდ. “ბარსელონა” ძალიანაა დამოკიდებული ლიონელ მესიზე. თუ არგენტინელს თამაში არ მისდის, მაშინ მათი საქმე წასულია. რაც შეეხება სამეფო გუნდს, ის ბრწყინვალე ფეხბურთელებითაა აღჭურვილი და ნამდვილად შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს. თითო პოზიციაზე, საშუალოდ ორი მაღალი დონის მოთამაშე გამოდის. რაც ყველაზე მთავარია, თუ კრიშტიანუ რონალდუ არ თამაშობს, მისი შემცვლელის პოვნა ძალიან ადვილია, რადგან როგორც უკვე მოგახსენეთ, “თეთრებს” ყველა პოზიციაზე ორი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავთ.” –ციტირებს გუტის სიტყვებს ესპანური გამოცემა AS.



