რონალდინიო და რაფაელ მარკესი გამოტყდნენ, რომ ისინი “ელ კლასიკოში” “ბარსელონას” მხარეს იქნებიან. როგორც მოგეხსენებათ, ბრაზილიელი და მექსიკელი არც ისე დიდი ხნის წინ ერთ-ერთი მთავარი ფიგურები იყვნენ კატალონიურ გრანდში და ამ გუნდთან ერთად დიდ წარმატებასაც მიაღწიეს. ასე რომ, მათი “ბლაუგრანასადმი” მხარდაჭერა არცაა გასაკვირი.
“მე 100%-ით “ბარსელონასკენ” ვარ. ისინი ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობენ, თუმცა ამ “ელ კლასიკოში” გამორიცხული არაფერია, რადგან ორივე გუნდი ბოლომდე იბრძოლებს 3 ქულის მოსაპოვებლად.” -განაცხადა მარკესმა.
“ძალიან გარგად მახსოვს “რეალის” წინააღმდეგ გამართული თითოეული მატჩი. ეს რაღაც საოცარი გრძნობაა. როდესაც გოლი გამქონა 10 ათასობით გულშემატკივარი აპლოდისმენტებით მაჯილდოვებდა. ყველაფერი ნამდვილად ბრწყინვალე იყო და ეს მომენტები არასოდეს დამავიწყდება. რა ანგარიშით დასრულდება შაბათის “ელ კლასიკო”? ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემი დიდი სურვილია “ბარსამ” გაიმარჯვოს. წინ “ბარსელონა!” -თქვა რონალდინიომ.