მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი: “იმედია “კლასიკოს” დასრულების შემდეგ მხოლოდ ფეხბურთზე ვისაუბრებთ”

ჩავი: “იმედია “კლასიკოს” დასრულების შემდეგ მხოლოდ ფეხბურთზე ვისაუბრებთ”

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა ჩავი ერნანდესმა, განაცხადა, რომ მოახლოვებული “ელ კლასიკო” რა ანგარიშითაც არ უნდა დასრულდეს, გადაწყვეტილი მაინც არაფერი იქნება და წინ კიდევ ბევრი მატჩია ჩასატარებელი.

“ჩვენ თუ ამ შეხვედრაში ვერ მოვიგებთ, ამით არაფერი დასრულდება. წინ პრიმერა დივიზიონის მთელი მეორე წრეა ჩასატარებელი და ძალიან ბევრი რამ შეიცვლება. “რეალს” საქმეები კარგად მისდის. მადრიდელებმა ბოლო თერთმეტივე მატჩში იმარჯვეს და 3 ქულით გვასწრებენ. მათ ასევე ჩვენზე ერთით ნაკლები თამაში აქვთ. ეს სტატისტიკა გვეუბნება, რომ ისინი საუკეთესოები არიან, თუმცა “კლასიკო” არ არის დამოკიდებული ცხრილში ადგილზე. მნიშვნელობა არ აქვს “ბარსელონა” და “რეალი” რომელ პოზიციას იკავებენ, ეს დაპირისპირება ყოველთვის სანახაობრივი და დაძაბულია. შაბათს ყველა ფეხბურთელი იბრძოლებს, რათა საკუთარ გუნდს წარმატება მოუტანოს. ვიმედოვნებ მატჩის შედმეგ ერთადერთი რაზეც ვისაუბრებთ, ეს ფეხბურთი იქნება და არაფერი სხვა.” -განაცხადა ესპანელმა ნახევარმცველმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში