გუშინდელი შესანიშნავი გამარჯვების შემდეგ, “ბარსას” ფეხბურთელები ძალიან კმაყოფილები იყვნენ და ეს მათ მიერ გაკეთებულ კომენტარებშიც კარგად ჩანდა.
მონტოია: “ძალიან გახარებული და კმაყოფილი ვარ მეორე ტაიმში ჩემი თამაშით. ბოლო 45 წუთში უფრო ხშირად ვიწევდი წინ და ვერთვებოდი შეტევებში. დიდი ხანია გოლი არ მქონდა გატანილი და ნამდვილად საუკეთესო გრძნობაა, როცა პირველი გუნდის რიგებში ხარ და ამდენ ხნიანი შესვენების შემდეგ იღებ მეტოქის კარს. ყველა სარეზერვო ფეხბურთელი ბედნიერია. ეს მატჩი მოსაგები იყო და მოვიგეთ კიდეც. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ სანახაობრივი თამაში ვაჩვენეთ და თავადაც სიამონვება მივიღეთ და გულშემატკივარიც კმაყოფილი დარჩა.”
პედრო: “გოლის გატანა ყოველთვის კარგია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გუნდს დავეხმარე და მეტოქის კარი ავიღე. ტრავმის შემდეგ ასეთი თამაში უფრო მეტ თავდაჯერებულობას მმატებს. რეზერვის ფეხბურთელებმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვეს. თითოეული მათგანი ყველაფერს აკეთებდა, რათა კლუბისთვის წარმატება მოეტანა. აშკარაა, რომ მათ პირველ გუნდში დარჩენა და თამაში სურთ.”
ბარტრა: “ჩვენთვის გასაოცარია აქ თამაში, ამ სტადიონზე, ამ ხალხის თვალწინ და იმ მწვრთნელის მეთაურობით, რომელმაც ნდობა გამოგვიცხადა. ჩვენ ვიბრძოლეთ აქ მოსახვედრად და ეს ფაქტიც სწორედ ამის დამსახურებაა. როცა საწადელს აღწევ, სხვა ყველაფერი გავიწყდება.”
პინტო: “ახალგაზრდებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. მათ აშკარად ეტყობოდათ, რომ გაკვეთილი ნასწავლი ჰქონდათ და ყველაფრისთვის მზად იყვნენ. დარწმუნებული ვარ, როცა ისნი უკვე დაიმკვიდრებენ პირველ გუნდში ადგილს, მათი თამაშის ყურება ერთი სიამოვნება იქნება. “ბარსელონამ” ეს მატჩი კარგად ჩაატარა, რაც კანტერანოების უშუალო დამსახურებაა. შეხვედრამდე ცოტა თუ იწინასწარმეტყველებდა ასეთ ანგარიშს.”
ფილიპენკო: “ყველანი დამწუხრებულები ვართ. ეს ჯგუფური ეტაპი არ გამოდგა ჩვენთვის კარგი. “ბარსელონასთან” ორჯერ დავმარცხდით. ყველანაირად ვეცადეთ კარგად გვეთამაშა დაცვაში, მაგრამ არ გამოგვივიდა. “ბარსელონას” პირველი გუნდის ფეხბურთელები რომ არ მცოდნოდა, ვერც ვიფიქრებდი, რომ დღეს ჩვენს წინააღმდეგ სარეზერვო გუნდი თამაშობდა.”



