მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დამსახურებული აპლოდისმენტები ახალგაზრდებს

დამსახურებული აპლოდისმენტები ახალგაზრდებს

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი “ბარსელონამ” რეზერვის ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა გამართა. ახალგაზრდა მოთამაშეებმა ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვეს და მოწინააღმდეგე “ბატე” უშანსოდ, 4:0 გაანადგურეს. ამ შესანიშნავი გამოსვლით აღფროვანებული იყო “კამპ ნოუზე” შეკრებილი ხალხი და ასევე პირველი გუნდის ფეხბურთელებიც, რომელთა უმეტესობა განაცხადში არ იყო და ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალ–ყურს შეხვედრას.

 

ყველა მოთამაშე, რომელმაც გუშინ დაისვენა, ტრიბუნებზე ერთად იჯდა და უჭერდა მხარს ახალგაზრდებს. მხოლოდ არგენტინელები, ლიონელ მესი და ხავიერ მაშერანო იმყოფებოდნენ ცალკე, გასახდელთან ახლოს მდებარე ლოჟაში.

 

კანტერანოები ამ გამარჯვებით ძალიან გახარებულები იყვნენ და როდესაც ისინი გასახდელისკენ მიემართებოდნენ, ამ დროს სასიამოვნო სიურპრიზი დახვდათ. პირველი გუნდის ფეხბურთელებმა მსაჯის სასტვენის შემდეგ მოასწრეს ტრიბუნებიდან მინდორზე ჩამოსვლა და “პატარა ძმები” აპლოდისმენტებით გააცილეს მოედნიდან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში