როგორც უკვე იცით გუარდიოლამ დღევანდელი მატჩის განაცხადში პირველი გუნდის 6, ხოლო “ბარსა ბ”_ს 12 ფეხბურთელი შეიყვანა. მათ უკვე ჩაატარეს მატჩის წინანდელი ვარჯიში “კამპ ნოუზე”. “სიუტატ ექსპორტივაზე” კი გუნდის დანარჩენმა წევრებმა ივარჯიშეს.
ვარჯიშზე 17 ფეხბურთელი იმყოფებოდა: ვალდესი, ალვეში, პუიოლი, აბიდალი, მასკერანო, ჩავი, სესკი, ინიესტა, კეიტა, ვილია, ალექსისი და მესი. ასევე გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა ადრიანომ. “ბარსა ბ”_დან ვარჯიშზე იმყოფებოდნენ ესპინოსა და ოიერი. ოიერმა და პიკემ ორივე ჯგუფთან ერთად ივარჯიშეს. გუარდიოლას ეს გადაწყევტილება, რომ ოიერმა ორივე ჯგუფთან ერთად ივარჯიშა, შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ იგი დღეს ძირითად შემადგენლობაში მოხვდება.
ვარჯიშის სურათები





