workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვარჯიშზე 11 კანტერანო იმყოფებოდა

ვარჯიშზე 11 კანტერანო იმყოფებოდა

 

ფეხბურთელებმა “კამპ ნოუზე” ბოლო ვარჯიში ჩაატარეს “ბატესთან” მატჩამდე. ვარჯიშზე 11 კანტერანო და 6 პირველი გუნდის  ფეხბურთელი იყოფებოდა.

 

“ბარსა ბ”_დან ვარჯიშზე იმყოფებოდნენ: ოიერი, რივეროლა, მონტოია, ბარტრა, მუნიესა, სერხი გომესი, რაფინია, ჟონათან დოს ანტოსი, დეულოფეუ, ისააკ კუენკა, კიკო ფემენია და სერხი რობერტო. 

გუარდიოლას გადაწყვეტილებით დღეს მატჩში მონაწილეობის მიღება 6 ფეხბურთელს შეეძლება პირველი გუნდიდან, ესენია: პინტო, პიკე, ფონტასი, მაქსველი, ტიაგო და პედრო. ეს ფაქტი იმთ არის გამოწვეული, რომ კვირას 01:00_ზე “ბარსელონა” “რეალს” დაუპირისპირდება “ბერნაბეუზე” და მისტერი ფეხბურთელებს ასვენებს, რათა მზად იყვნენ “ელ კლასიკოსთვის”. 

 

გუნდს არ დაეხმარება პირველი გუნდის 13 ფეხბურთელი:  ვალდესი, პუიოლი, აბიდალი, ალვეში, მასკერანო, კეიტა, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, ფაბრეგასი, ვილია, ალექსისი და მესი. ასევე გუნდს დააკლდება ადრიანო და აფელაი, რომლებიც ტრავმირებულნი არიან. თამაში დღეს 23:45_ზე გაიმართება.

განაცხადი კი ასეთია: პინტო, პიკე, ფონტასი, მაქსველი, ტიაგო, პედრო, ოიერი, რივეროლა, მონტოია, ბარტრა, მუნიესა, სერხი გომესი, რაფინია, ჟონათან დოს ანტოსი, დეულოფეუ, ისააკ კუენკა, კიკო ფემენია და სერხი რობერტო. 

 

ვარჯიშის სურათები


 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward