მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრო: “ძალიან კარგია, როცა გუნდში კონკურენციაა”

პედრო: “ძალიან კარგია, როცა გუნდში კონკურენციაა”

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა პედრო როდრიგესმა, განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს და მზადაა ნებისმიერ შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა. როგორც მოგეხსენებათ, ესპანელ თავდამსხმელს ტრავმა ჰქონდა და გარკვეული დროის მანძილზე ვერ ახერხებდა თავისი გუნდისთვის დახმარების გაწევას.

 

“ახლა თავს შესანიშნავად ვგრძობ. ვერ ვახერხებდი გუნდის დახმარებას, რადგან ტრავმა მქონდა და ნაბიჯ–ნაბიჯ ვიშუშებდი. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ჩემი თანაგუნდელები კარგ თამაშს აჩვენებენ, იმიტომ, რომ აუცილებელია კლუბი ძლიერი და მებრძოლი იყოს. “ბარსელონაში” ყოველ წელს არის კონკურენცია, რაც კარგია. როდესაც იცი, რომ შესაძლოა შენს მაგივრად სხვამ ითამაშოს, მაშინ ცდილობ უფრო მოუმატო და მინუსები პლიუსებად აქციო. ასევე აუცილებლად უნდა ავღნიშნო: ისააკ კუენკამ თავისი გამოსვლით გამაოგნა. იგი ნამდვილად ბრწყინვალე ფეხბურთელია.” –განაცხადა პედრომ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში