“ბარსელონას” ამ კვირაში მხოლოდ ორი მატჩი აქვს ჩასატარებელი, აქედან ერთი ჩემპიონთა ლიგის, მეორე კი ლა ლიგის მატჩია.
6 დეკემბერი, საბშაბათი “ბარსელონა”-“ბატე”
ეს არის ბოლო თამაში “ჩემპიონთა ლიგის” ჯგუფურ ეტაპზე. H ჯგუფში ყველაფერი გარკვეულია და ეს თამაშიც დიდ ინტერესს არ გამოიწვევდა თუ არა გუარდიოლას გადაწყვეტილება. იგი ამ მატჩზე პრაქტიკულად “ბარსა ბ”_თი იასპარეზებს. “ბარსას” თავკაცმა პირველი გუნდის 13 ფეხბურთელი დაასვენა. მატჩში მონაწილეობას არ მიიღებენ შემდეგი ფეხბურთელები: ვალდესი, პუიოლი, აბიდალი, ალვეშჲ, ფაბრეგასი, ჩავი, ინიესტა, ბუსკეტსი, სანჩესი, მესი, ვილია, კეიტა.
ამ თამაშის განაცხადში პირველი გუნდიდან 6 (პინტო, პიკე, მაქსველი, პედრო, ტიაგო, ფონტასი), ხოლო “ბარსა ბ”_დან 12 (ოიერი, მუნიესა, მონტოია, ბარტრა, სერხი გომესი, სერხი რობერტო, რაფინია, დოს ანტოსი, დეულოფეუ, რივეროლა, კუენკა, კიკო) ფეხბურთელს შეეძლება თავის გამოჩენა.
11 დეკემერი, კვირა “რეალი”-“ბარსელონა”
ის ფაქტი, რომელზედაც უკვე გესაუბრეთ ამ მატჩმა გამოიწვია. გუარდიოლამ დაასვენა ხალხი, რომლებიც გადაღლილები იყვნენ და აუცილებლად სჭირდებოდა “ელ კლასიკოზე”. მატჩი ბერნაბეუზე 01:00_ზე გაიმართება.