მსოფლიოში სულ 7 მილიარდამდე ადამიანი ცხოვრობს. აქედან ძალიან ბევრია სპორტის და კერძოდ ფეხბურთის გულშემატკივარი, მაგრამ ისეთი პიროვნების პოვნა, ვისაც ამაზე ნამდვილად გაეგება ბევრი რამ, ცოტა არ იყოს და რთულია. ბევრს არ ესმის რას ნიშნავს ნამდვილი, ლამაზი ფეხბურთი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ადამიანზე, რომელმაც მსოფლიოში პირველი სპორტის სხვადასხვა ეტაპები გაიარა და ახლა ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ ტელეარხ “გოლ ტივიზე” მუშაობს კომენტატორად.
რეი ჰადსონი დაიბადა 1955 წლის 24 მარტს ინგლისში, კერძოდ კი გეითშიდში. 17 წლის ასაკში მან ოფიციალურად გააფორმა კონტრაქტი “ნიუკასლ იუნაიტედთან” და ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. 4 წლის მანძილზე ამ კლუბის მაისურით 40 შეხვედრა გამართა და გულშემატკივრებმა მას ზედმეტსახელად “როკი” შეარქვეს. შემდეგ ჰადსონმა გადაწყვიტა ბედი ამერიკაში ეცადა. იგი ერთი გუნდიდან მეორეში გადადიოდა და საბოლოოდ 5 სხვადასხვა გუნდში გამოსვლის შემდეგ, 36 წლისამ დაასრულა კარიერა, როგორც ფეხბურთელმა.
2000 წელს რეი დაინიშნა იგივე ამერიკული კლუბის, “მაიამის” მთავარ მწვრთნელად. მან პირველივე სეზონში “მლს–ის” (ამერიკის ჩემპიონატი) რეკორდი დაამყარა და სეზონი მხოლოდ 1 წაგებით დაასრულა. ამის შემდეგ იგი სათავეში ჩაუდგა “დისი იუნაიტედს”. ერთ–ერთ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ჰადსონმა თქვა: “ამ კლუბში ბევრი ტალანტია. ტალანტებში ანა ნიკოლ სმიტის მსგავს ტალანტებს ვგულისხმობ.” ასეთი განცხადების შემდეგ ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ მისი დღეები დათვლილი იყო და საბოლოოდ 2004 წელს დატოვა კიდეც გუნდი.
…ჰადსონის კომენტატორული კარიერაც დაიწყო. 2005 წელს მან დაიწყო მუშაობა ტელეარხ “გოლ ტივიზე”. მის მიერ წაყვანილი მატჩის ყურება ორმაგად სასიამოვნო და საინტერესოა, რადგან იგი მეტაფორებს და ნაირ–ნაირ ფრაზებს იყენებს. ერთხელ, როდესაც ამერიკის ნაკრებმა ფრედ 1:1 დაამთავრა სამხრეთ კორეასთან მძიმე ბრძოლის შემდეგ, მან თქვა: “დიდი სიამოვნებით შევიდოდი ამერიკელთა გასახდელში და ყველა მცველს სათითაოდ დავუკოცნიდი ტრაკს”.
რეის ესმის რა არის ნამდვილი ფეხბურთი. იგი ტყუილად არ ქომაგობს “ბარსელონას”. წესით კომენტატორს არ უნდა ეტყობოდეს თუ ვისი გულშემატკივარია, მაგრამ მას უბრალოდ არ შეუძლია ემოციების დამალვა, როცა მესი საოცრებებს აკეთებს და “ბარსა” ჩვეულ სტილში, ლამაზად უგებს მოწინააღმდეგეს. იგი ასევე პატივს სცემს მადრიდის “რეალსაც”. ერთხელ, როცა “რეალის” მწვრთნელი ფაბიო კაპელო იყო და მისმა შეგირდებმა ბოლო წუთზე მოახერხეს გადამწყვეტი გოლის გატანა, მან იტალიელ სპეციალისტზე ასეთი რამ თქვა: “ის უფრო გულადია, ვიდრე ქუსლიან ფეხსაცმელში და ვარდისფერ ქვედაბოლოში გამოწყობილი მატადორი.” იგი ჩავის “ქამელეონის თვალების მქონეს” ეძახის, ხოლო მესის უბრალოდ “მაგიურს”. ესპანეთის სუპერთასის მატჩისას, როდესაც დავიდ ვილამ ულამაზესი გოლი გაუტანა იკერ კასილიასს, ჰადსონმა თქვა: “როგორი ხედვა აქვს ვილას გოლის, ციკლოპებსაც კი შეშურდებოდათ მისი.” ასეთი, მართლაც ბრწყინვალე ფრაზები მას არაერთხელ უთქვამს.
ასე რომ, ჰადსონი, თავისი ბრწყინვალე ხმით და მეტაფორებით ისე “მიათრევს” “გოლ ტივის”, როგორც თავის დროზე მარადონა “ნაპოლის”. თუ შესაძლებლობა გაქვთ და შეგიძლიათ უყუროთ ამ ტელეარხს, მაშინ აუცილებლად ამჯობინეთ სხვა ნებისმიერ კომენტატორს რეი ჰადსონის მიერ წაყვანილი მატჩი და მერწმუნეთ, მისი ფანტასტიკური რეაქციებით და ფეხბურთისადმი სიყვარულით უდიდეს სიამოვნებას მიიღებთ.
ახლა კი, ვიდეოების სახით ვიხილოთ ინგლისელის რამდენიმე შედევრი (ვისაც ინგლისური ესმის, იმისთვის უფრო სასიამოვნო იქნება)
ამ მომენტზე ზევით უკვე მოგახსენეთ. თურმე ციკლოპებსაც კი შურთ ვილასი.
კვლავ “ელ კლასიკო”. ამჯერად პიკეს და მესის ულამაზესი კომბინაცია და ჰადსონის საოცარი რეაქცია.
“ბარსელონას” გოლი “სოსიედადის” კარში და რეის კიდევ ერთი “გაგიჟება”.
მესის ლაზერს ანათებდნენ და რეიმ ამის გამკეთებელი კარგად გამოლანძღა.
კვლავ ლეო და მისი საოცარი პასი, რასაც ინგლისელი კომენტატორი გენიოსურს უწოდებს.