”ბარსას” მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გულგრილობა არ შეიძლება და გუნდმა თავს შენელების საშუალება არ უნდა მისცეს, რადგან სეზონი ძალიან გრძელია. გვარდიოლა გახარებული იყო ”ლევანტეს” დამარცხებით და ”ნოუ კამპის” ერთგულს გულშემატკივარს გუნდზე ბოლომდე დადგომისკენ მოუწოდა.
ხოსეპ გვარდიოლამ მაღალი შეფასება მისცა ”ნოუ კამპზე” ”ლევანტეს”, მეოთხე ადგილოსანზე გამარჯვებას: ”ჩვენ ხუთი გოლი გავუტანეთ პრიმერა დივიზიონში მეოთხე ადგილზე მყოფ გუნდს, თუმცა სიმართლე ის არის, რომ თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა”. მწვრთნელმა განაცხადა, რომ გუნდმა ასევე უნდა გააგრძელოს დარჩენილი სეზონის მანძილზე და გულშემატკივრებმა არ უნდა მიატოვონ გუნდი. ”ეს ფეხბურთელები არ იმსახურებენ ამას, მათ ბევრი გააკეთეს კლუბისთვის”.
დასკვნები ყოველი მატჩის შემდეგ
შემდეგი მატჩი ”რეალის” სტადიონზე მთავარი თემა იყო მეტჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე. პეპს შეეკითხნენ, დაეხმარება თუ არა ამ მატჩიდან გამოტანილი დასკვნები კლასიკოზე. ”არ არის ისეთი მატჩი, საიდანაც მე დასკვნები არ გამომაქვს, შეუძლებელია ეს არ გააკეთო. ის ფაქტი, რომ დღეს კარგად ვიმუშავეთ არ ნიშნავს, რომ ხვალაც ასევე გავაკეთებთ, რადგან ”რეალი” განსხვავებულად თამაშობს”.
როცა მას შეეკითხნენ, ითამაშებს თუ არა მოურიონიოს გუნდის წინააღმდეგ სამი მცველით პეპმა პირდაპირ უპასუხა: ”სამი მცველით თამაში კარგია, როცა დომინირებ, თუ ძალიან კარგად არ გამოიყურები ეს ძალიან რთულია, არა მხოლო ”რეალის” წინააღმდეგ, არამედ სხვა კლუბებთანაც”. პეპმა დაამატა: ”როცა შეგიძლია შეცვალო გუნდი და ბურთის მატჩის უმეტეს დროს ფლობ კარგია შეტევისას, თუმცა ”რეალის” წინააღდმდეგ ასეთი რამის დიდი ხნით გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია”.
ბოლოს მწვრთნელმა ახსნა, რომ ”პედრო დისკომფორტს განიცდიდა ქუსლის არეშე. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია და ამაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება. მე მწვრთნელი ვარ და დღეს მადლობას ვუხდი პედროს მსგავს ფეხბურთელებს”. გვარიდოლამ ასევე კუენკას გამოსვლაზეც ისაუბრა: ”ის ყველაფერს უკეთ აკეთებს. ის ძალიან ჭკვიანია და იცის მისი ფუნქცია”.
ტიტო ვილანოვას პროგრესი
გვარდიოლამ ასევე ასისტენ მწვრთნელის, ტიტო ვილანოვას პროგრესზეც ისაუბრა: ”ის ყველაზე დიდი დანაკლისია, რომელიც გვაქვს. ის არ წამოვა იაპონიაში, დარჩება აქ სრულად აღსადგენად. თუმცა ტიტო შეეცდება ”ბერნაბეუზე” წამოსვლას, თუკი ამის შანსი მიეცემა. ყველაზე კარგი ისაა, რომ ის ყოველ დღე უკეთ ხდება”.



