“Estrella Damm–ი”–კატალონიური ლუდსახარში ახალ რეკლამას იღებს. 2004 წლიდან მოყოლებული უკვე ტრადიციად იქცა ის ფაქტი, რომ კომპანია საშობაოდ აკეთებს განსაკუთრებულ რეკლამას. ამ წელს ხელმძღვანელები “ლა მასიაში” აღზრდილ “ბარსელონას” ფეხბურთელებს გადაიღებენ.
რეკლამაში რა იქნება და რა მოხდება, ეს ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია, თუმცა უკვე ცნობილია ის ფეხბურთელები, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას: ვიქტორ ვალდესი, ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა, ლიონელ მესი, ხერარდ პიკე, პედრო როდრიგესი და სესკ ფაბრეგასი.
რაც შეეხება უშუალოდ “Estrella Damm–ის”, ეს ლუდსახარში დაარსდა კატალონიაში 1876 წელს.სიტყვა Estrella ნიშნავს ვარსკვლავს და სახელიც აქედან შეირჩა. ლუდი გაყიდვაშია ნორვეგიაში, ტაივანში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში და დიდ ბრიტანეთში.
ეს კი ფოტოები, თუ როგორ იღებდნენ რეკლამას “ლურჯ–ბროწეულისფერები”.









