ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი ეუსებიო მიიჩნევს, რომ წელს “ოქროს ბურთის” მისაღებ ბრძოლაში მთავარი ფავორიტი ლიონელ მესია. იგი თვლის, რომ ლეო ამჟამად ნამდვილად საუკეთესო მოთამაშეა და კიდევ ერთხელ იმსახურებს წლის მთავარ ჯილდოს.
“ამ დროისათვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის სახელი ყველასათვის ცნობილია–ლიონელ მესი. მან წელს კიდევ ერთხელ ნამდვილად დაიმსახურა “ოქროს ბურთი”. რაც შეეხება სხვებს, მაგალითად ნეიმარს, მას უდიდესი ტალანტი აქვს და მომავალში დიდი პერსპექტივაც გააჩნია. ბრაზილიელს აშკარად შესწევს იმის ძალა, რომ გახდეს ნომერ პირველი მოთამაშე, თუმცა ამისთვის აუცილებელია თამაშის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება და ტვინის ხშირად ჩართვა. ყველაფერი მის ხელშია.” –ციტირებს ეუსებიოს სიტყვებს “ფიფას” ოფიციალური საიტი.
შეხსენებისთვის გეტყვით, რომ 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელი 9 იანვარს იქნება გამოვლენილი.



