workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სამი შეხვედრა ათ დღეში

სამი შეხვედრა ათ დღეში

კატალონიის “ბარსელონას” მოუწევს სამი საშინაო შეხვედრა გამართოს ათ დღეში. ასეთი რამ მეოთხედ ხდება მას შემდეგ, რაც ხოსეპ გვარდიოლა სათავეში ჩაუდგა აღნიშნულ კლუბს. საინტერესო ცნობაა ის, რომ კატალონიელებმა ვერცერთხელ ვერ შეძლეს სამივე შეხვედრის მოგება, ვნახოთ რა მოხდება 10 დეკემბრამდე…

 

2010/2011 წლების სეზონი

 

პეპ გვარდიოლას შეგირდებს 3 ოქტომბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით უწევდათ 3 შეხვედრის გამართვა “მალიორკასთან”, “ვალენსიასთან” და “კოპენჰაგენთან”. კუნძულელებთან კატალონიელებმა ქულები გაიყვეს, “ღამურებს” 2:1 მოუგეს ტაიმბოლით და დანიელებს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს.

 

2008/2009 წლების სეზონი

 

ასეთი შემთხვევა გვარდიოლას მწვრთნელობის პირველ წელს ორჯერ მოხდა, როდესაც “კამპ ნოუმ” ზედიზედ სამ საშინაო შეხვედრას უმასპინძლა. 4-დან 12 ნოემბრის ჩათვლით კატალონიელებმა სტუმრად მიიღეს “ბასლი”, “ვალიადოლიდი” და “ბენიდორმი”. პირველ გუნდთან მათ ფრე ითამაშეს, “ვალიადოლიდი” 6:0 გაანადგურეს (ეტო’ომ პოკერი შეასრულა) და “ბენიდორმი” მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხეს. ამ უკანასკნელში გამარჯვების გოლი ლეო მესიმ ჩაიწერა საკუთარ აქტივში.

 

იმავე სეზონში “ლურჯ-ბროწეულისფერები” მოკლე შუალედებში დაუპირისპირდნენ “ვალენსიას”, მადრიდის “რეალსა” და დონეცკის “შახტარს”. “ღამურები” 4:0 გაანადგურეს, მადრიდელებს ორი უპასუხო გოლი გაუტანოს (მესი და ეტო’ო) და უკრაინელებთან მარცხი იწვნიეს ანგარიშით 2:3.

 

2011/2012 წლების სეზონი

 

კატალონიელებს მიმდინარე სეზონში მოუწევთ დაპირისპირება “რაიო ვალიეკანოსთან”, “ლევანტესთან” და “ბატესთან”. აღსანიშნავია, რომ პირველი ორი შეხვედრის მოგება აუცილებლია, რათა პირველადგილოსანთან ჩამორჩენა არ გაიზარდოს, ხოლო მესამე შეხვედრაში კატალონიელებს ყველანაირი შედეგის დაფიქსირების უფლება აქვთ, რადგანაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველობა წინა ტურში გაინაღდეს, როდესაც “სან სიროზე” დაამარცხეს “მილანი” 2:3.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward