workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 20:30

ბეტისი

ბეტისი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გომესი 27'sports_soccer ეზალზული 53'sports_soccer ფ. ბერნალი 54'
იამალი 10'sports_soccer როდრი 41'sports_soccer ჟეზუსი 51'sports_soccer ე. გარსია 62'sports_soccer ოლმო 81'sports_soccer
“ხეტაფე”–”ბარსელონა”. ტექსტური ტრანსლაცია

“ხეტაფე”–”ბარსელონა”. ტექსტური ტრანსლაცია

1′ დაიწყო შეხვედრა. ცენტრიდან ბურთი “ბარსელონამ” გააგორა. კატალონიელებს მწვანე ფერი მაისურები აცვიათ, ხოლო “ხეტაფეს” ფეხბურთელები ლურჯ ფორმებში არიან.

 

2′ “ბარსამ” შეტევით დაიწყო. ალვეშმა ძალიან კარგად შეუგდო ბურთი ვილას საჯარიმოში, თუმცა დავიდის დარტყმული მეკარემ მოიგერია და კუთხური.

 

3′ კუთხური ჩავიმ ჩააწოდა და აბიდალმა მეორე კორპუსზე ბრძოლაც მოიგო საჯარიმოში, მაგრამ დარტყმა არაზუსტი გამოვიდა.

 

4′ ალვეშმა მარჯვენა ფლანგზე ალექსისთან კედელის გათამაშება მოინდომა, მაგრამ ჩილელის პასი არაზუსტი გამოდგა.

 

6′ ძალიან სახიფათო ჯარიმა “ხეტაფეს” კარის მიმართულებით. საჯარიმოსგან არც ისე მოშორებით ვილა იქნა წაქცეული. ვნახოთ ვინ შეასრულებს ამ სტანდარტს.

 

7′ მესის დარტყმა და მცირე მანძილით ცდება ბურთი მიზანს.

 

8′ ჩავიმ ძალიან კარგად გადაუგდო ბურთი წინ, მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს, მაგრამ ესპანელმა ვერ მოახერხა ბურთის დამუშავება და მხოლოდ და მხოლოდ აუტი.

 

9′ “ბარსელონამ” თავიდანვე შეტევებით დაიწყო. კატალონიელებს სურთ ახლავე გადაწყვიტონ მატჩის ბედი.

 

12′ კასკერომ ფლანგზე კარგი გადაცემა გაუკეთა ვალერას, რომელმაც ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, თუმცა ვალდესმა გამოსვლაზე კარგად ითამაშა. მაინც ძალიან კარგი და სასიამოვნოა, რომ როგორც იქნა ოპერატორებმა ვიქტორი გვიჩვენეს.

 

13′ მესი მარცხენა ფლანგიდან გაიჭრა, შევიდა საჯარიმოში და დაბალი დარტყმა განიზრახა, მაგრამ მცველები გადაეღობნენ.

 

15′ “ბარსელონამ” მთელი გუნდით შეუტია, თუმცა სანჩესმა დაკარგა ბურთი და მოწინააღმდეგეს კარგი კონტრშეტევის შანსი მიეცათ, მაგრამ მათაც დაკარგეს ბურთი.

 

18′ მაქსველმა უხეშად წააქცია მოწინააღმდეგე და ჯარიმა ცენტრიდან ცოტა მოშორებით. “ხეტაფეს” ფეხბურთელები საჯარიმოში ჩაჰკიდებენ ბურთს.

 

18′  მაქსველი (“ბარსელონა”) იღებს ყვითელ ბარათს.

 

19′ ჩაწოდება საჯარიმოში და ვალდესი გამოსვლაზე გამოფრინდა, მაგრამ წინ ბუსკეთსი დაუხვდა და არასასიამოვნო შეჯახება მოხდა. საბედნოეროდ არავინ დაშავებულა.

 

20′ საბოლოო ჯამში კუთხური დაინიშნა, რის შემდეგაც ბურთი საჯარიმოში იქნა ჩაწოდებული, “ბარსას” მცველებმა შეცდომა დაუშვეს და მარტოდ მარტო დარჩენილმა მიკუმ ძალიან არაზუსტად დაარტყა და გადააცილა კარს.

 

24′ კარგი შეტევა. სანჩესმა მესის გაუკეთა გადაცემა. ლეომ საჯარიმოსთან ახლოს მყოფი ბუსკეთსი იპოვა, რომელიც უხეშად იქნა წაქცეული და ჯარიმა.

 

24′  ლასენი (“ხეტაფე”) იღებს ყვითელ ბარათს.

 

25′ საჯარიმო დარტყმა ვილამ შეასრულა და ბურთი კარს ზემოდან გადააცილა.

 

26′ მესიმ, სწრაფი გარღვევის შემდეგ ბურთი ვილას გადააწოდა, რომელიც საჯარიმოში ჩაწოდებას ცდილობდა, მაგრამ მცველებმა არ აცადეს და კუთხური.

 

27′ კუთხურის შემდეგ ბურთი სანჩესს მიუგორდა, რომელიც საჯარიმოს გარეთ იმყოფებოდა და მანაც ერთი შეხებით დაარტყა მოიას კარის მიმართულებით, თუმცა არაზუსტად.

 

29′ ძალიან სახიფათო მომენტი შეიქმნა “ხეტაფეს” კართან. შესანიშნავად გაითმააშეს ბურთი კატალონიელებმა და საბოლოოდ მესი რჩემოდა ერთი–ერთზე, მაგრამ მეკარებ დროულად დატოვა კარი და მოიგერია ბურთი, თუმცა ამის შემდეგ კვლავ სანჩესი დარჩა დასარტყმელ პოზიციაზე და ამჯერად მცველებმა შეუშალეს ხელი.

 

30′ ჯერჯერობით “ხეტაფე” ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. ისინი ისე არ აძლევენ “ბარსელონას” ბურთის გაკონტროლების უფლებას, როგორც სხვა ბევრი გუნდი.

 

31′ ახლაც მასპინძლებმა ერთ–ერთი უიშვიათესი შეტევა განახორციელეს და ვალერას მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს ვერავინ გამოეხმაურა, რადგან ძალიან მაღალი გამოდგა.

 

34′ სანჩესმა აქტიურად ითამაშა და საჯარიმოში კარგი გადაცემა გაუკეთა ალვეშს. ბრაზილიელი წაიქცა, თუმცა მსაჯის სასტვენი არ გაჟღერებულა იმის მიუხედავად, რომ სტუმრები თერთმეტ მეტრიანს ითხოვდნენ.

 

37′ სასწაული კომბინაცია. ალვეშმა მარჯვენა ფლანგიდან მარცხნივ გადაიტანა ბურთი ვილას მისამართით. დავიდმა საჯარიმოში მესი მონახა. შემდეგ ლეომ საჯარიმოსთან ახლოს მყოფ სანჩესს უპასა, რომელმაც კვლავ მარჯვენა ფლანგზე დაუბრუნა ბურთი ალვეშს. ბრაზილიელმა დაინახა ალექსისის მოძრაობა და ერთი შეხებით შეუგდო საჯარიმოში. ჩილელმაც არ დააყოვნა და ძლიერად და ზუსტად დაარყტა, თუმცა მოიამ შესანიშნავი ნახტომი განახორციელა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

 

38′ კუთხური ჩავიმ ჩააწოდა, მაგრამ მცველებმა ადვილად გამოიტანეს და განიმუხტა სიტუაცია.

 

40′ გრძელსვლიანი კომბინაციის შემდეგ კვლავ სანჩესმა დაარტყა, მაგრამ რიკოშეტის შემდეგ ბურთი კუთხურზე გადავიდა.

 

41′ სტანდარტი კვლავ ჩავიმ შეასრულა და კვლავ გამოიტანეს ბურთი მასპინძლებმა, სწრაფ კონტრშეტევაზეც მიდიოდნენ, მაგრამ მაქსველმა შესანიშნავი ვარდნა განახორციელა და მოწინააღმდეგეს ფეხებიდან გამოაცალა.

 

42′ “ხეტაფეს” სახიფათო შეტევა. მიკუმ ჩააწოდა ბურთი საჯარიმოში, რის შემდეგაც დიეგო კასტრომ ძალიან სახიფათოდ დაარტყა, თუმცა ბოლო წამს ალვეშმა მოასწრო და გადაეღობა და ბურთი მოედნის საზღვრებს გასცდა. მსაჯმა დანის თავგანწირული თამაში ვერ შენიშნა და კუთხურის მაგივრად დარტყმა კარიდან!

 

44′ პიკემ უხეშად შეაჩერა მარცხენა ფლანგზე სწრაფად მიმავალი კასტრო.

 

44′  პიკე (“ბარსელონა”) იღებს ყვითელ ბარათს

 

45′ მსაჯმა პირველ ტაიმს მხოლოდ და მხოლოდ 1 წუთი დაამატა.

 

45+1′ და აი მისცა კიდეც ნიშანი და გუნდები გადიან შესვენებაზე. ჩვენც შევისვენოთ 10–15 წუთით და შემდეგ გავაგრძელოთ.

 

46′ დაიწყო მატჩის მეორე ნახევარი.

 

47′ “ბარსელონამ”, როგორც მოსალოდნელი იყო, შეტევით დაიწყო. საჯარიმოსთან ახლოს ტიაგო იქნა წაქცეული და დაინიშნა სახიფათო ჯარიმა.

 

47′  ფრანცისკო კასკერო (“ხეტაფე”) იღებს ყვითელ ბარათს.

 

48′ ჩავიმ ჩააწოდა ბურთი საჯარიმოში და ვილას თავური დარტყმა არაზუსტია.

 

48′  მანე (“ხეტაფე”) იღებს ტრავმას. ფეხბურთელი მოულოდნელად დაწვა მინდორზე. გაურკვეველია რა დაიზიანა.

 

49′  ცვლილება მასპინძელთა რიგებში. დაზიანებული მანეს ნაცვლად მოედანზე ალბერტო ლოპო შემოდის.

 

51′ უკვე მეშვიდე კუთხური გამოიმუშავეს კატალონიელებმა ამ შეხვედრაში, მაგრამ ჩავის ჩაწოდების შემდეგ ბურთი მოიას პირდაპირ ხელებში მიუვიდა.

 

53′ ჩავიმ დიაგონალური გადაცემა გააკეთა მარჯვენა ფლანგზე, საიდანაც ალვეშმა ბურთის საჯარიმოში შეგდება განიზრახა, თუმცა არ გამოუვიდა და დაკარგა.

 

54′ ვალერა მარჯვენა ფლანგიდან ჩაერთო შეტევაში და ძლიერი დარტყმის შემდეგ დიდი მანძილით ააცილა ბურთი მიზანს.

 

55′ აბიდალმა გრძელი გადაცემა გაუკეთა სანჩესს, თუმცა ალექსისს რაფამ გაასწრო და ბურთი კუთხურზე გადააგდო.

 

56′ სტანდარტის გათამაშების შემდეგ, მესიმ თავის თავზე აიღო თამაში და გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე, დაარტყა კიდეც, მაგრამ ბურთი მოიამ მოიგერია.

 

57′ ალექსისი მარჯვენა ფლანგიდან გაიჭრა, ჩააწოდა ბურთი საჯარიმოში, თუმცა იქ ლოკომ ყველას დაასწრო და განმუხტა სიტუაცია.

 

60′ ამ შეხვედრაში ქულების დაკარგვა, “ბარსელონასთვის” კატასტროფის ტოლფასი იქნება. “რეალი” 3 ქულით იყო წინ და დღევანდელი მოგების შემდეგ სხვაობა 6 ქულაა. კატალონიელები ვალდებულები არიან კვლავ შეამცირონ სხვაობა სამ ქულამდე; მითუმეტეს, რომ “ელ კლასიკოც” ახლოვდება.

 

62′ ამ დროისათვის ბურთის ფლობა 67% 33%–ის წინააღმდეგაა. წინ, ტრადიციულად “ბარსაა”, მაგრამ გოლი ჯერ–ჯერობით არ ჩანს.

 

63′ დღეს არაფერი გამოსდის მესის. მან ახლა თავად განიზრახა მეტოქის საჯარიმოში შესვლა, მაგრამ ბურთი დაკარგა.

 

64′ ამჯერად ლეო საჯარიმოში აწვდიდა ბურთს ვილას მისამართით, თუმცა კარგად ითამაშა და ჩაჭრა ეს პასი კატა დიასმა.

 

65′ ალექსისმა საკუთარ თავზე აიღო თამაში. მარჯვენა ფლანგიდან სწრაფად შეიჭრა საჯარიმოში, თუმცა რაფამ კორპუსი ჩაუდგა. მსაჯმა პენალტი რა თქმა უნდა არ დანიშნა და მხოლოდ და მხოლოდ კუთხური.

 

66′ კუთხურიდან არაფერი გამოუვიდათ კატალონიელებს.

 

66′  ცვლილება “ბარსელონას” რიგებში. ტიაგო ალკანტარას ნაცვლად, მოედანზე სეიდუ კეიტა შემოდის.

 

67′ მიკუ შორი მანძილიდან ურტყამდა, მაგრამ მცველები გადაეღობნენ და კუთხური.

 

67′  გოოოოოოლ. სენსაცია. “ხეტაფე” გადის წინ. საბელიას ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, ხუან ვალერამ მეორე სართულზე ბრძოლა ყველას მოუგო და გახსნა ანგარიში.

 

68′ მატჩი უფრო და უფრო საინტერესო ხდება. სტუმრები მთელი ძალებით უტებენ.

 

71′  ორმაგი ცვლილება “ბარსელონას” შემადგენლობაში. გვარდიოლამ მცველის ნაცვლად ფორვარდი შემოიყვანა. მაქსველის ნაცვლად, მინდორზე კუენკა გამოჩნდა.

 

71′  პეპმა თავისი შეცვლების უფლება ამოწურა და სანჩესის ნაცვლად პედრო შეუშვა.

 

75′ “ბარსა” მთელი გუნდით შეტევაზეა. ახლად შემოსულმა ფეხბურთელებმა ნამდვილად უფრო გაამწვავეს მატჩი. ამასობაში კი კიდევ ერთი კუთხური ინიშნება. ვნახოთ რას იზამენ კატალონიელები.

 

76′ ჩავის ჩაწოდების შემდეგ მცველებმა გამოიტანეს ბურთი და “ბარსა” თავიდან იწყებს შეტევას.

 

77′ “ხეტაფე”, პრაქტიკულად მთელი გუნდით თავს იცავს და ძალიან ძნელია ასეთ შემთხვევებში მათთვის გოლის გატანა.

 

78′ ძალიან სახიფათო ჯარიმა მასპინძელთა კარის მიმართულებით. ერთ–ერთ ფეხბურთელს ბურთი ხელზე მოხვდა.

 

78′  ალბერტო ლოპო (“ხეტაფე”) იღებს ყვითელ ბარათს.

 

79′ ჩავის დარტყმული კედელში მდგომ ფეხბურთელებს ხვდებათ.

 

80′ სწრაფად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, პედრომ ძლიერად დაარტყა მეტოქის კარის მიმართულებით, თუმცა მოიამ კიდევ ერთხელ გადაარჩინა თავისი გუნდი.

 

81′ ბუსკეთსის კარგი გადაცემა საჯარიმოში და კვლავ პედრო ურტყამს, მაგრამ კვლავ მეკარე იგერიებს.

 

83′ კუენკა ცდილობდა საჯარიმოში ჩაწოდებას მაგრამ მცველები გადაეღობნენ და აუტი.

 

83′  მიკუმ მოედნის ცენტრში წააქცია აბიდალი და ფრანგმა, როგორც ჩანს მცირე დაზიანება მიიღო.

 

84′  ცვლილება “ხეტაფეს” რიგებში. საბარიას ნაცვლად მოედანზე რიოსი შემოდის.

 

87′ “ბარსა” მთელი გუნდით წინ იყო და “ხეტაფემ” სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა და საბოლოოდ მიკუს ძლიერი დარტყმული მცირე მანძილით ასცდა ვალდესის კარს.

 

89′ ვილას აქტიურობას მესის დარტყმა მოჰყვა, მაგრამ მცველები გადაეფარნენ და კუთხური.

 

89′  გათამაშებული კუთხურის შემდეგ, ბუსკეთსი საჯარიმოში წაიქცა, მაგრამ მსაჯმა პირიქით, მას მისცა ყვითელი სიმულაციისთვის. განმეორებაზე ჩანს, რომ რაღაც კავშირი იყო, თუმცა ძნელი სათქმელია იყო თუ არა ეს თერთმეტ მეტრიანი.

 

90′ მსაჯმა ძირითად 90 წუთს 3 წუთი დაამატა.

 

90+1′ “ბარსელონას” გააქვს გოლი, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობა. მესის ბრწყინვალე თამაშის შემდეგ, ბურთი კეიტამ მიიღო და კვლავ ლეოს შეუგდო საჯარიმოში, რომელმაც გაიტანა, თუმცა როგორც ჩანს, თავის დროზე კეიტა იყო აფსაიდში.

 

90+1′  დიეგო კასტროს მაგივრად ხუან როდრიგესი შემოდის მოედანზე.

 

90+3′ ძელიიიიიი! ჩავის ფანტასტიკური გადაცემა საჯარიმოში, მესის უძლიერესი დარტყმა და ძელმა იხსნა “ხეტაფეს” კარი. დამატებაზე პედროა, მისი უზუსტესი დარტყმა და მეკარე მოია თავს წირავს ამ ბურთის მოსაგერიებლად.

 

90+4′ და აი დასრულდა კიდეც მატჩი. “ხეტაფემ” ბრწტინვალე გამარჯვება მოიპოვა “ბარსელონას” წინააღმდეგ, 1:0.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward