კატალონიის ნაკრების მწვრთნელმა იოჰან კრუიფმა “ბარსელონას” 8 ფეხბურთელი გამოიძაღა ტუნისის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ.
ვალდესი, პუიოლი, პიკე, ფონტასი, ბუსკეთსი, ჩავი, ფაბრეგასი და კუენკა-ეს ის ფეხბურთელებია, რომლებიც იოჰან კრუიფმა გამოიძახა ნაკრებში სათამაშოდ. ამ ფეხბურთელებმა მონაწილეობა მიიღეს ფოტოსესიაში ნაკრების ახალი მაისურით.
კატალონიის მეორე გუნდიდან-“ესპანიოლიდან” გამოძახებულნი არიან: სერხიო გარსია, ხავი მარკესი, ვერდიუ, ალვარო ვასკესი, ხორდი ამატი, დიდაკ ვილა, რაულ როდრიგესი და კიკო კასილიასი.
ასევე გამოძახებულნი არიან ფეხბურთელები “ვალენსიიდანაც”-ხორდი ალბა, ბრუნო სალტორომი და ვიქტორ რუისი.
მატჩი ტუნისის ნაკრების წინააღდეგ გაიმართება 23 დეკემბერს.