არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალეხანდრო საბელია, აცხადებს, რომ ლიონელ მესი მის გუნდში ისე ვერ ითამაშებს, როგორც კატალონიის “ბარსელონაში”. პროფესიონალი დამრიგებლის განცხადებით, ლეო ლურჯ–ბროწეულისფერი მაისურით უფრო მყუდროდ გრძნობს თავს, ვიდრე “ალბისელესტეს” რიგებში.
“ბარსელონაში”, მესი ბურთს მოწინააღმდეგის კარიდან დაახლოებით 30 მეტრის მოშორებით იღებს და აქვს ხუთამდე ვარიანტი თუ რა გააკეთოს. მას შეუძლია თავად შეუტიოს ან უპასოს თანაგუნდელს. ასეთი ფუფუნება ნაკრებში არც ლეოს აქვს, არც იგუაინს და არც აგუეროს. კლუბები, სადაც ჩემს მიერ ჩამოთვლილი ფეხბურთელები გამოდიან, უმეტესობა მატჩებში სრულ უპირატესობას ფლობენ და მოთამაშეებიც უფრო ლაღები არიან. ჯერჯერობით არგენტინაში ეს ვერ მოხერხდა.” –ციტირებს საბელიას სიტყვებს ესპანური პრესა.



