“მილანის” ყოფილმა ფეხბურთელმა დეიან სავიჩევიჩმა განაცხადა, რომ თუ იტალიურ გრანდს სურს მიაღწიოს კატალონიის “ბარსელონას” დონეს და ითამაშოს ისე, როგორც ამას “ლურჯ–ბროწეულისფერები” აკეთებენ, მაშინ აუცილებლად უნდა შეიძინონ ახალი ფეხბურთელები და გააძლიერონ გუნდი.
“მილანი” ახლა ძალიან კარგად თამაშობს, მაგრამ ამის მიუხედავად, თუ მათ სურთ მიაღწიონ “ბარსელონას” დონეს, მაშინ მაინც საჭიროა ახალი ფეხბურთელების ყიდვა. “როსონერიმ” აუცილებლად უნდა დაიმატოს ერთი მცველი და ერთი ნახევარმცველი. თავდასხმის ხაზში ყველაფერი რიგზეა, იქ ხომ იბრაჰიმოვიჩი, რობინიო, პატო და ბოატენგი თამაშობენ. ჩემპიონთა ლიგაზე იტალიურმა გრანდმა მართლაც შესანიშნავი წინააღმდეგობა გაუწია “ბლაუგრანას” და თუ მოხდება ისე, რომ სწორედ ეს გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს 1/2 ფინალში, მაშინ შესაძლოა “მილანმა” მოიგოს კიდეც.” –ციტირებს სავიჩევიჩის სიტყვებს იტალიური ყოველდღიური გამოცემა La Gazzetta dello Sport.