workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სესკი პრესინგს მიმართავს

სესკი პრესინგს მიმართავს

 ფეხბურთელი 4 ივნისს ცდილობდა ვენგერთან და კლუბის ბოსებთან დაკავშირებას, მაგრამ უშედეგოდ.

 სესკ ფაბრეგასი და “ბარსელონა” კვლავ აგრძელებენ თავიანთ სტრატეგიას და ცდილობენ როგორმე “არსენალს” ის გადაწყვეტილება მიაღებინონ, რომელსაც ფეხბურთლიც და კატალონიური კლუბიც უკვე დიდი ხანია ელოდებიან. 4 ივნისს ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს ერთდღიანი შესვენება ჰქონდათ. კატალონიელი მთელი დღის განმავლობაშ ცდილობდა არსენ ვენგერთან და “არსენალის” ბოსებთან დაკავშირებას, მაგრამ რატომღაც ვერ მოახერხა. ამასობაში, ხუან ლაპორტა ერთ-ერთ უნივერსიტეტში ლექციას ატარებდა “ბარსასთან” დაკავშირებით და ასეთი კომენტარი გააკეთა: “მოლაპარაკებების ხიდი კვლავ გახსნილია. ვიმედოვნებთ, რომ ინგლისური კლუბი სიტუაციაში მალე გაერკვევა და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.”

 ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სესკმა მომენტით ისარგებლა და არსენ ვენგერთან დაკავშირება სცადა, მაგრამ ამაოდ, რადგან ფრანგი სპეციალისტი თავისი ქვეყნის საქმეებში იყო ჩართული. შემდეგ კატალონიელმა “არსენალის” თავკაცებთან საუბარი მოინდომა და ვერც ეს მოახერხა. ინგლისური კლუბი, რომელმაც ცოტა ხნის წინ “ბარსელონას” ოფიციალურ შემოთავაზებაზე უარი განაცხადა, აგრძელებს თავის კამპანიას და ყურადღებას არ აქცევს ფეხბურთელის მცდელობას, როგორმე დაუკავშირდეს მათ. მაგრამ სიმართლე მწარეა… ფაბრეგასმა უკვე განცხადა, რომ მას “ბარსელონაში” თამაში სურს.

 ახლა ჯერი კვლავ კატალონიელებზეა. ისინი ცდილობენ ფეხბურთლი როგორმე მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე გადმოიყვანონ. ლაპორტა ცდილობს ფიფას წესდების მე-17 თავის გამოყენებას, რომლის თანახმადაც ფეხბურთელს შეუძლია კონტრაქტის გამოსყიდვა, თუ იგი კლუბში მინიმუმ სამი წელი იმყოფება.

წყარო: www.elmundodeportivo.es 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში