მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხოსეპ გვარდიოლას პრეს-კონფერენცია

ხოსეპ გვარდიოლას პრეს-კონფერენცია

ხოსეპ გვარდიოლა გახარებულია იმით, რომ მისმა გუნდმა “H” ჯგუფში პირველობა გაინაღდა. პეპის თქმით, მისთვის დიდი პატივია ისეთი დიდებული გუნდის დამარცხება “სან სიროზე”, როგორიც “მილანია”. მწვრთნელი ასევე კმაყოფილია იმით, რომ პუბლიკა ძალიან სანახაობრივი შეხვედრა იხილა. “ჩვენ შესანიშნავად ვითამაშეთ გასვლაზე, ძალიან საამაყოა ასეთი დიდი გუნდის დამარცხების შემდეგ აქ ყოფნა, რადგანაც მათ აქვთ უდიდესი ისტორია და ტრადიციები. ჩემთვის უდიდესი პატივია “მილანის” დამარცხება “სან სიროზე”.

 

გუშინდელი გამარჯვებით პეპ გვარდიოლა “ბარსელონას” ისტორიაში გახდა პირველი მწვრთნელი, რომლის თაოსნობითაც გუნდმა 27 შეხვედრა მოიგო ჩემპიონთა ლიგაში (27). “ბარსას” თავკაცი ყველაფერს თავის ფეხბურტელებს “აბრალებს” : “ასეთი შედეგ გვაქვს იმიტომ, რომ ორჯერ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა. საკმაოდ იღბლიანები ვართ, რადგანაც შესაძლო 15 ტიტულიდან 12-ს დავეუფლეთ. სხვა ფეხბურთელებთან ერთად ამის გაკეთება გამიჭირდებოდა, მაგრამ ჩემს ბიჭებს სხვა მწვრთნელი რომ ჰყოლოდათ, მაინც შეძლებდნენ ამას. მე უბრალოდ მოტივაციას ვმატებ მათ”.

 

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პრიორიტეტულობა

 

“ჩვენ არ ვახდენთ საკუთარი ავტორიტეტის დემონსტრირებას სხვა გუნდებთან და არც ხალხის აზრის შეცვლას ვცდილობთ. ეს უბრალოდ იმის მცდელობაა, რომ ვიყოთ მეტოქეზე უკეთესნი. ყველაზე მიშვნელოვანი კი ისაა, რომ გუნდი მერვედფინალშია და საპასუხო შეხვედრას სახლში ჩაატარებს. ახლა ყველანი ვემზადებით მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატისთვის, რომელიც იაპონიაში ტარდება. ეს ჩვენთვის პრიორიტეტულია”.

 

“ბარსელონა” “სან სიროზე” მხოლოდ 3 მცველით წარსდა. ეს დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, მაგრამ გაამართლა: “მეტოქიდან გამომდიანრე ვარჩიე, რომ სამი მცველით გვეთამაშა, სწრაფი ფეხბურთელებით. ისინი მზად იყვნენ მოსაგებად. რამდენიმე დეტალმა ოპტიმისტურად დამანახა მომავალი… კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი გუნდი ბოლომდე იბრძოლებს, რათა ტიტულები მოიპოვოს”.

 

ქება ტიაგოსა და ბუსკეტსს

 

გვარდიოლამ ხოტბა შეასხა ტიაგოსა და ბუსკეტსს, რომელთაც არ ევალებათ ასეთ პოზიციაზე თამაში, თუმცა ტაქტიკურად გაამართლეს: “როდესაც მხოლოდ სამი მცველით ვთამაშობით ბუსის პოზიციაზე არ არის იოლი ასპარეზობა. დიდი რისკი იყო, თუმცა ისე დავაყენე ფეხბურთელები, როგორც საჭიროდ ჩავთვალე და ამან შედეგი გამოიღო. ტიაგო ყველაზე თამამია იმ ფეხბურთელიდან, რომლებიც გუნდში გვყავს. საკუთარ თავში ბოლომდეა დარწმუნებული, ძლიერია, ყველაფერს სწორად ხედავს, ის ძალიან კარგია… ტიაგოსთვის არ აქვს მნიშვნელობა პატარა სტადიონზე ითამაშებს თუ დიდზე. ის ადვილად გადის ადაპტაციას და აკეთებს ყველაფერს ისე, როგორც ავალებ”.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=6duA4fJfXv8]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში