არგენტინელმა გილერმო კოპოლამ, რომელიც თავის დროზე დიეგო მარადონას წარმომადგენელი გახლდათ, განაცხადა, რომ ამ დროისათვის ლიონელ მესი საუკეთესოა, მაგრამ მარადონა მაინც უნიკალური იყო. კოპოლას თქმით, ლეოს ჯერ კიდევ ბევრი აკლია ფეხბურთის “ღმერთად” წოდებულ ადამიანამდე.
“ამ დროისათვის მესი ნამდვილად საუკეთესოა. ის კრიშტიანუ რონალდუსაც ჯობია, მაგრამ დიეგო უბრალოდ უნიკალური იყო. მარადონა შესანიშნავი პიროვნებაცაა და მას ძალიან უყვარს ლეო და დიდი პატივს სცემს მას. ის თავის დროზე ეხმარებოდა კიდეც ახალგაზრდა ფეხბურთელს, რათა მას უფრო და უფრო მოემატებინა თამაშისთვის. მესის პატარა წარმატებაც კი ძალიან ახარებს “ღმერთად” წოდებულ ყოფილ მოთამაშეს. ბევრი ფიქრობს, რომ მე ვიმალებოდი, როდესაც მარადონას უჭირდა, მაგრამ ეს ასე არაა. იმ პერიოდში, პრაქტიკულად მისი მარჯვენა ხელი ვიყავი და მისი კარგი მიხაროდა, ხოლო ცუდს განვიცდიდი. ჩვენ ერთად ბევრი რამ გადავიტანეთ და განვიცადეთ. მას არ სიამოვნებდა, როდესაც მის გარშემო ესპანური საზოგადოება ტრიალებდა. არმანდოს უყვარდა არგენტინელებთან მუშაობა. ის უდიდესი ფეხბურთელი იყო და დღემდე დიდ პატივს ვცემ.” –ციტირებს კოპოლას სიტყვებს არგენტინული პრესა.



