მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“მილანი”–”ბარსელონა”. მწვრთნელები მატჩის შემდეგ

“მილანი”–”ბარსელონა”. მწვრთნელები მატჩის შემდეგ

 

გთავაზობთ გუშინდელი შეხვედრის შემდეგ გუნდების მწვრთნელების კომენტარებს.

 

ხოსეპ გვარდიოლა: “ჩამოხვიდე მილანში და აჩვენო ის თამაში, რაც ჩვენ დღეს ვაჩვენეთ ძალიან ძნელია. ყოველთვის დიდი პატივია ისეთ დიად სტადიონზე გამოსვლა, როგორიც “სან სიროა”. აქ გულშემატკივრები ბოლომდე უჭერენ მხარს თავიანთ საყვარელ გუნდს და რთულია მათ წინააღმდეგ გამოსვლა. “ბარსელონამ” ბევრი სახიფათო მომენტი შექმნა, ისევე როგორც “მილანმა”. გვინდოდა ლიონელ მესი მარჯვენა ფლანგზე დაგვეყენებინა, მაგრამ იქ მას გაუჭირდა, რადგან იმ პოზიციაზე ისეთი დიდი მცველი იდგა, როგორიც ჯანლუკა ძამბროტაა. სწორედ ეს გახდა არგენტინელი ვარსკვლავის ცენტრში გადაადგილების მიზეზი. საბოლოო ჯამში, შედეგით კმაყოფილი ვარ და ამ გამარჯვებას მთელი გულით ვუძღვნით ტიტო ვილანოვას, რომელიც სამწუხაროდ ახლა ჩვენს გვერდით არ იმყოფება. “ბარსელონა” მისი პატარა ოჯახია.  რაც შეეხება იბრაჰიმოვიჩს, მე არ მომეცა მასთან გასაუბრების შანსი. ის შესანიშნავი ფეხბურთელია და ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. ამის მიუხედავად, ის მაინც დარწმუნებით ვიცი, რომ არსებული “საპნის ოპერა” დიდი ხნის მანძილზე არ დასრულდება.”

 

მასიმილიანო ალეგრი: “ვფიქრობ ზუსტად “ბარსელონასთან” ზუსტად ისე უნდა გვეთამაშა, როგორც ეს დღეს გავაკეთეთ. ეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდია და რთულია მათთვის წინააღმდეგობის გაწევა. მართალია დავმარცხდით, მაგრამ ახლა უფრო დარწმუნებულები ვართ ჩვენს ძალებში და ვიცით რა შეგვიძლია და რა არა. ძალიან კარგი იქნებოდა ლიონელ მესი რომ შეგვეჩერებინა, თუმცა ყველამ იცის რა დონის ფეხბურთელია იგი და როგორი ძნელია მისი დაჭერა. დღეს “მილანმა” შეძლო საკუთარი კარიდან რაც შეიძლება შორს ეთამაშა. “ბარსას” უდიდესი წინააღმდეგობა გავუწიეთ და ბევრი პრობლემა შევუქმენით. ასევე უნდა ავღნიშნო, რომ გოლების გაშვება თავად ჩვენი ბრალი იყო და ეს არ გვეპატიება. თუ შევადარებთ წინა მატჩს “ბლაუგრანას” წინააღმდეგ, მაშინ აშკარად დავინახავთ წინსვლას იმის მიუხედავად, რომ მაშინ 1 ქულა ავიღეთ ახლა კი არცერთი. ნამდვილად სწორ გზას ვადგავართ და ვიმედოვნებ ყველაფერი ასე გაგრძელდება.”

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში