როგორც კი “მილანი” “ბარელონას” დაპირისპირება დასრულდა, გასახდელისკენ მიმავალ ერიკ აბიდალს უამრავი ჟურნალისტი დახვდა. ერთ–ერთი მათგანი იყო ფრანგული ტელეარხიდან Canal + France, რომელმაც კატალონიელთა მცველს შეკითხვა დაუსვა კონტრაქტის გახანგრძლივება არ გახანგრძლივების თაობაზე და აბიდალმაც ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო პასუხი გასცა.
“ყველაფერი გადაწყვეტილია. პრაქტიკულად 100%–დან 90% “ბარსელონაში” ვრჩები. ერთადერთი რაც აკლია ამ ყველაფრის დასრულებას, ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერაა. კატალონიური კლუბი ძალიან მიყვარს და დიდი სიამოვნებით ვითამაშებ აქ და დავწერ ახალი ისტორიის კიდევ რამდენიმე ფურცელს.” –განაცხადა ფრანგმა ფეხბურთელმა.
ერიკ აბიდალის კონტრაქტი ივლისში იწურება და უკვე რამდენიმე ხანია მიდის საუბარი გახანგრძლივებაზე. როგორც ხედავთ, ამ ბჭობამ საბოლოოდ შედეგი გამოიღო და თავად 32 წლის მოთამაშის განცხადებით კიდევ რამდენიმე წელიწადი დარჩება “ბარსაში”. უფრო დაწვრილებით დეტალებზე მას არ უსაუბრია.



