როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონამ” იტალიური “მილანი” დაამარცხა (3:2) და ამით ჯგუფში პირველი ადგილიც გაინაღდა. “ლურჯ–ბროწეულისფერების” ისტორიაში, ამ ტურნირზე ოთხი გუნდის სათავეში მოქცევა მეათე იყო; ანუ “ბლაუგრანამ” სულ ათჯერ მოახერხა ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა.
ორი დღის წინ ასევე პირველი ადგილი გაინაღდა თავის ჯგუფში მადრიდის “რეალმაც”. “თეთრებმა” საკუთარ მოედანზე ზაგრების “დინამო” მიიღეს და კრიშტიანუ რონალდუს, კაკას და იკერ კასილიასის არ ყოფნის მიუხედავად, მაინც უშანსოდ დატოვეს და ანგარიშით 6:2 გაანადგურეს. ოთხი გუნდს შორის პირველ პოზიციაზე მოქცევა მათ ისტორიაში უკვე მეათეჯერ ხდება.
ასე რომ, როგორც ხედავთ ესპანურ გრანდებს შორის ამ მხრივ სრული თანაფარდობაა. შემდეგ სეზონში ძალიან საინტერესო იქნება, თუ რომელი მათგანი მოახერხებს კიდევ ერთხელ პირველი ადგილის დაკავებას.



