მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი: “ეს გუნდი ლეგენდაა”

მესი: “ეს გუნდი ლეგენდაა”

  დაიწყო ახალი წელი და ლეო მესი მზადაა აიღოს “მოსავალი” (ინდივიდუალური ტიტულები), რაც გვაქფიქრებინებს იმას, რომ ლიონელი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერება. როზარიოელი ბიჭუნა მეორედ შეეცდება მოიპოვოს გამოცემა “Eleven”-ის მიერ დაწესებული ჯილდო.

 

ამ პრიზის ორგანიზატორ გამოცემასთან ინტერვიუში, ლეომ ისაუბრა იმ გუნდის მნიშვნელობაზე, რომელთან ერთადაც მწვერვალები დაიპყრო: “მე ვეკუთვნი მსოფლიოში საუკეთესო გუნდს. ამას მხოლოდ მე არ ვფიქრობ, ეს ხალხის აზრიცაა. იგივე ადამიანად დავრჩი, რაც ვიყავი. იმას, რასაც დღეს მივაღწიე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის ჩემი კოლეგების დამსახურება. ყველანაირ საქმეს ერთად ვაკეთებთ”.

 

როდესაც მას ჰკითხეს იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც ლეოს აოცებს, მან თქვა: “მე ძალიან გამიმართლა, რადგანაც ვასპარეზობ ისეთი ფეხბურთელების გვერდით, როგორებიც არიან ჩავი და ინიესტა.  მათ აქვთ უდიდესი გამოცდილება, არიან მაღალი კლასის ნახევარმცველები. “ჩავიესტასთან” ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს, რადგანაც ჩემი მეგობრები არიან”.

 

ლეო მესიმ ასევე ისაუბრა თავის კოლექტივზე: “მე არ შემიძლია განვსაჯო წარსული გუნდები და ისინი ერთმანეთს შევადარო, მაგრამ ვთვლი, რომ დღევანდელი “ბარსელონა” ყველას ემასხსოვრება მოგებული ტიტულების რაოდენობით. გუნდმა ბოლო წლების განმავლობაში შეიცვალა თამაშის სტილი და სწორედ ამ გზით აღწევს წარმატებას. რაც მთავარია, ეს გუნდი ლეგენდის სახელით იქნება ცნობილი მომავალში”.

 

არგენტინელს არც ხოსეპ გვარდიოლას ქება დავიწყებია: “გვარდიოლა ნამდვილი ფენომენია. პირველ რიგში იმიტომ, რომ ყველაფრის მოგება შეძლო და მეორედ იმიტომ, რომ თითოეული დეტალი მისთვის მნიშვნელოვანია. ყოველ მატჩში ძალიან წვრილმან დეტალსაც კი ყურადღებას აქცევს და მას მთლიანად სწავლობს. ეჭვგარეშეა, რომ პეპი მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია”.

 

მესის ჰკითხეს წარმატების საიდუმლოზე: “ჩვენი მიზანია გამარჯვება ახლა და ყოველთვის. მე არასდროს ვიკვეხნი მოპოვებული გამარჯვებებით, უბრალოდ მსურს, რომ დადებით შედეგს მივაღწიო როგორც კლუბში, ისევე არგენტინის ნაკრებში. რა თქმა უნდა, როდესაც ტიტიულების უხვი რაოდენობა გაქვს, ბევრად მოტივირებული ხდები და კიდევ მეტი გსურს”.

 

არ უნდა გამოვტოვოთ კითხვა ლეოს მომავალზე: “ამ კითხვას ინტერვიუს დასაწყისიდანვე ველოდი (იცინის). მსურს კარიერა კატალონიურ გრანდში დავასრულო, რადგანაც არანაირი მიზეზი არ არსებოს ჩემი წასვლისა. თუმცა წინასწარ არაფრის განჭვრეტა არ შემიძლია და დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას”.

 

ლიონელმა ასევე ისაუბრა “ელ კლასიკოს” მნიშვნელობაზე: “ენით აუწერელია ის ატმოსფერო, რომელიც ამ დროს სუფევს. ეს მატჩი ყოველთვის დაძაბული და სიმბოლურია. ჩვენთვის, ფეხბურთელებისთვის, ყოველთვის განსხვავებული შეხვედრაა. საუკეთესო საფეხბურთო შოუა “ელ კლასიკო”.

 

მესი ორიოდე სიტყვით ეროვნულ ნაკრებსაც შეეხო: “მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ჩემი აუხდენელი ოცნებაა და იმედი მაქვს, როდესმე შევძლებ ამას. მთელი გულით ვოცნებობ ამაზე”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში