“ბარსელონას” დელეგაცია მილანში გაემგზავრა. გუნდს თან არ ახლავს ანდრეს ინიესტა, რომლის ტრავმის შესახებაც გუშინ გახდა ცნობილი, ასევე ტრავმირებული ადრიანო და აფელაი და დისკვალიფიცირებული დანიელ ალვესი. ასევე დიდი დანაკლისია არ ყოფნა მთავარი მწვრთნელის ასისტენტის, ტიტო ვილანოვასი, რომელმაც დღეს ოპერაცია გაიკეთა.
სავარაუდოდ დღეს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე “ბარსელონა” ვარჯიშს გამართავს “სან სიროზე” და მოემზადება ხვალინდელი მატჩისთვის.
“ბარსელონა” შეეცდება, მოიპოვოს გამარჯვება “მილანთან” და შეინარჩუნოს ჯგუფში პირველობა.





