workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა განაცხადს მიღმა დარჩა

ინიესტა განაცხადს მიღმა დარჩა

მარცხენა ფეხის ბარძაყში არსებული ტკივილების გამო, პეპ გვარდიოლამ ანდრეს ინიესტა “მილანთან” მატჩის განაცხადში არ შეიყვანა.

 

ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ბარსელონას” ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტა მონაწილეობას არ მიიღებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში “მილანის” წინააღმდეგ.

 

ინიესტამ ტრავმა “სარაგოსასთან” მატჩში მიიღო, რის გამოც მან დღეს გუნდისგან განცალკევებით ივარჯიშა. სესიის დასრულებიდან რამდენიმე საათში, კლუბმა “მილანთან” მატჩის განაცხადი გამოაქვეყნა. განაცხადში ვერ მოხვდა ანდრეს ინიესტა.

 

მილანში ძირითადი გუნდის 17 და “ბარსა ბ”-ს ოთხი ფეხბურთელი გაემგზავრება. ძირითადი გუნდიდან არ იქნებიან აფელაი, ადრიანო და ინიესტა ტრავმების გამო, ხოლო ალვეში დისკვალიფიკაციის გამო. “ბარსა ბ”-დან გუნს იტალიაში გაჰყვებიან ოიერი, ბარტრა, დოს სანტოსი და ისააკ კუენკა

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward