ესპანური პრესა ანდრეს ინიესტას ფოტოებით აჭრელდა. კატალონიელი ფეხბურთელის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, “მილანის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. საქმე ისაა, რომ ინიესტამ დღეს გუნდისგან განცალკევებით ივარჯიშა, რისი მიზეზიც გახდა მარცხენა ფეხის კუნთში არსებული დისკომფორტი.
პეპ გვარდიოლას გუნდი მნიშვნელოვან დაპირისპირებას საკადრო პრობლემებით ხვდება. დისკვალიფიცირებულია დანიელ ალვესი, რომელმაც ლიგაზე ორი ყვითელი ბარათის მიღება მოახერხა, ხოლო ტრავმირებულია ადრიანო კორეია, რომელიც ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ვარჯიშზე დაშავდა.
შეგახსენებთ, რომ “მილანსა” და “ბარსელონას” შორის მატჩი ოთხშაბათს, 23 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. შეხვედრა იტალიაში, “სან სიროზე” შედგება. გუნდების პირველი დაპირისპირება მიმდინარე სეზონში “კამპ ნოუზე” ფრედ დასრულდა, ანგარიშით 2:2.


