”ბარსელონას” პირველი გუნდის ხუთმა ფეხბურთელმა დღეს დილით ნებაყოფლობით ვარჯიშში მიიღეს მონაწილეობა.
”სარაგოსას” დამარცხების და ”მილანთან” გასამართი მატჩის წინ პეპ გვარდიოლამ გადაწყვიტა კვირას ფეხბურთელები დაესვენებინა, ვარჯიში ორშაბათს განახლდება. მიუხედავად ამისა ხუთმა ფეხბურთელმა ნებაყოფლობით ივარჯიშა დღეს დილით სიუტატ ესპორტივაზე ფიზიკური კონდიციების გასაუმჯობესებლად.
საინტერესოა, რომ სესიაზე 4 მცველი (მასკერანო, ფონტასი, პუიოლი და ადრიანო) და ერთი თამდამსმხელი, პედრო როდრიგესი იმყოფებოდა. ამ ხუთი ფეხბურთელიდან გუშინდელ მატჩში მონაწილეობა მხოლოდ კარლეს პუიოლმა მიიღო, მან მოედანზე 90 წუთი გაატარა. ფონტასი და მასკერანო სათადარიგო სკამზე ისხდნენ, ხოლო ადრიანო და პედრო ტრიბუნაზე. პედრომ ექიმებისგან თამაშის უფლება შაბათს მიიღო, ხოლო ადრიანო ტრავმას იშუშებს. სავარაუდოდ მას თამაშის უფლებას კვირის ბოლოს მისცემენ.



