ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა, კარლეს პუიოლმა განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დაპირისპირება შედგება “ლურჯ-ბროწეულისფერებსა” და “მილანს” შორის, ხოლო ის ფეხბურთელები კი, რომლებიც მოედანზე გავლენ, მაქსიმუმს გაიღებენ საკუთარ კლუბისთვის. კარლესმა წინა მატჩში დაამტკიცა, რომ ბრწყინვალე ფორმაშია მრავალთვიანი მძიმე პერიოდის შემდეგ.
კარლეს პუიოლ საფორკადა ბრწყინვალე იყო “რეალ სარაგოსასთან” მატჩში, არამარტო იმიტომ, რომ გოლი გაიტანა, არამედ თავისი გამძლეობისა და მხნეობის გამო. მან მთელი 90 წუთი დაჰყო მოედანზე და პუბლიკას აჩვენა, რომ შესანიშნავ ფორმაშია. ახლა კატალონიელტა კაპიტანი მთლიანად კონცენტრირებულია ჩემპიონთა ლიგის მატჩზე, რომელიც ჩატარდება “სან სიროზე” “მილანის” წინააღმდეგ. პუიოლმა განაცხადა, რომ : “ესენი მსოფლიოში საუკეთესო გუნდები არიან”.
“ბარსა ტვ”-ს გადაცემაში, “El Marcador”, კარლესმა განაცხადა: “ეს ის თამაშია, სადაც ყველას გვსურს მონაწილეობს მიღება. ყოველთვის მომწონდა “მილანი”. “ბარსელონა” “სამ სიროზე” უდიდესი ინთუზიაზმით წარსდგება. ვეცდებით ვითამაშოთ საკუთარი ფეხბურთი და ჩვენთვის სასიხარულო შედეგი დავაფიქსიროთ ტაბლოზე. ოპონენტი გუნდი ბრწყინვალე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და ამიტომ მოგვიწევს, რომ რთული სამუშაო გავწიოთ”.
კარლეს პუიოლმა ძალიან მტკივნეული დაზიანება მიიღო ამა წლის იანვარში “რასინგის” წინააღმდეგ მატჩში. ყველაზე რთული პრობლემა კი კარლეს ოპრეცია იყო, რომელიც მან მარცხენა მუხლზე გაიკეთა ივნისში. ახლა მცველი აცხადებს, რომ მუხლი აღარ აწუხებს და სრულ წესრიგშია მისი კონდიციები: “ოპერაცია უკვე დავიწყებულია. დიდი დრო დავკარგე, თუმცა უკვე წარსულს ჩაბარდა. როდესაც მოედანზე გავდივარ, არანაირ დისკომფორტს არ ვგრძნობ. მაშინ, როდესაც ტკივილები მაწუხებდა, ძალა დავკარგე ფეხში და უკვე აღარ შემეძლო თამაში. ძალიან რთულია, როცა ჩემს ასაკში ფეხბურთელი 8 თვეს იუქმებს, მაგრამ საბედნიეროდ ახლა არაფერი მაწუხებს”.
პრობლემები საერთაშორისო ბატალიების შემდეგ
პუიოლმა განაცხადა, რომ თავს ბრწყინვალედ გრძნობდა “სარაგოსასთან” მატჩში და იგი დღითიდღე პროგრესირებს, თუმცა კაპიტანი მატჩის ბოლოს ძალიან გადაღლილი იყო, რადგანაც სულ ცოტა ხნის წინ ეროვნულ გუნდთან ერთად იგი კოსტა რიკაში გაემგზავრა ამხანაგური მატჩის გასამართათ: “ეს ძალიან ხანგრძლივი მოგზაურობა იყო, რამაც გადაგვღალა. ჩვენ ყოველთვის გვსურს კარგად თამაში, როდესაც ვბრუნდებით სანაკრებო ბატალიებიდან… ძალიან დიდ დროს ვატარებთ მოგზაურობაში და ეს ძალიან დამღლელია. ასევე რთულია, როცა დიდი ხნის შეუთამაშებელი ხარ შენს გუნდელებთან და სულ რაღაც ორ დღეში გიწევს მატჩის გამართვა… ამავდროულად ვიცით, რომ თითოეული ქულა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა”. დაასრულა კაპიტანმა.



