ესპანელ ფეხბურთელს თითქმის ერთ თვიანი უქმობის შემდეგ ”სარაგოსასთან” გასამართი მატჩის წინ ექიმებმა თამაშის უფლება მისცეს.
პედრო როდრიგესმა შაბათს პრობლემების გარეშე ივარჯიშა, რის შემდეგაც მას თამაშის უფლება დართეს. პეპ გვარდიოლას დღვანდელ მატჩში შემადგენლობის არჩევა პირველი გუნდის 19 ფეხბურთელს და ისააკ კუენკას შორის მოუწევს.
შემადგენლობა ცნობილია
ბოლო სავარჯიშო სესიაზე პირველი გუნდის 19 ფეხბურთელი (ადრიანო და აფელაი ტრავმირებულნი არიან) და ისააკ კუენკა იმყოფებოდა. პეპ გვარდიოლას მატჩის წინ საბოლოო განაცხადიდან ორი ფეხბურთელის ამოგდება მოუწევს.
სესიის შემდეგ ”ბარსამ” ისადილა ”ნოუ კამპზე”. მათ დასვენების საშუალება მიეცემათ და ”ნოუ კამპზე” ადგილობრივი დროით 18:30 საათზე შეიკრიბებიან.



