კატალონიის “ბარსელონას” მეორე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ეუსებიო საკრისტანმა, საქებარი სიტყვები არ დაიშურა “ბლაუგრანას” ფეხბურთელ რაფაელ ალკანტარას მიმართ. როგორც მოგეხსენებათ, რაფაელი ცნობილია, როგორც რაფინია და ის არის ტიაგო ალკანტარას უმცროსი ძმა.
“ყველაზე მთავარი პლიუსი, რაც რაფინიას აქვს არის ის, რომ მას ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. იგი არის სწრაფი და ტექნიკური. ასევე ალკანტარას კარგი ფიზიკური აღნაგობა აქვს და ყოველთვის ნებისმიერ მატჩში ბოლომდე იბძვის ჩვენი გუნდისთვის.” –ციტირებს ეუსებიოს სიტყვებს ესპანური პრესა.
შეგახსენებთ, რომ რაფინიამ “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2014 წლამდე გაახანგრძლივა და კიდევ 2 წელი ეცმევა ლურჯ–ბროწეულისფერი მაისური.