მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბიდალის აგენტი: ”კლუბიდან მისი წასვლის შანსი ყოველ დღე იზრდება”

აბიდალის აგენტი: ”კლუბიდან მისი წასვლის შანსი ყოველ დღე იზრდება”

”ბარსელონას” მცველის, ერიკ აბიდალი აგენტმა, დავიდ ბანდიტელიმ ფეხბურთელის კონტრაქტის აგხანგრძლივების მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა.

”ისინი ერიკს ისეთ წინადადებას სთავაზობენ, რომლის მიხედვითაც ის დიდ ბონუსებს ყოველი ჩატარებული მატჩის შემდეგ მიიღებს, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაწყობს. ჩვენ მუდმივი კონტრაქტი გვსურს. ჩვენ ეს არა ეკონომიკური საკითხების გამო, არამედ კლუბის რწმენისთვის და მისი დაფასებისთვის გვსურს. მიუხედავად იმისა, რომ ”ბარსა” კარგად გვეპყრობოდა ჩვენ ასეთი შეთანხმება გვსურს. კარგი ურთიერთობა გვაქვს ”ბარსასთან”, მაგრამ შეთანხმებას ჯერ-ჯერობით ვერ მივაღწიეთ. მართალია, რომ ერიკის ”ბარსადან” წასვლის შანსი ყოველ დღე იზრდება. დეკემბრის დასაწყისში საბოლოო შეხვედრა შედგება. ერიკს კლუბში დარჩენა და კარიერის აქ დასრულება სურს” – აგენტის სიტყვებს ”COM Radio” ციტირებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში