workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაფაელ ნადალი: “მესი საუკეთესო ფეხბურთელია, ვინც კი ოდესმე მინახავს”

რაფაელ ნადალი: “მესი საუკეთესო ფეხბურთელია, ვინც კი ოდესმე მინახავს”

2011 წლის Masters Cup-ის ერთ-ერთ საღამოზე, მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, რაფაელ ნადალმა ხელიდან არ გაუშვა ფეხბურთზე საუბრის შანსი.

 

რაფაელ ნადალი მადრიდის “რეალის” ერთგული გულშემატკივარი და კლუბის საპატიო წევრია, მიუხედავად იმისა, რომ ბიძამისი, მიგელ ანხელ ნადალი წლების განმავლობაში კატალონიის “ბარსელონას” ღირსებას იცავდა. ნადალმა კომენტარი გააკეთა მადრიდელთა პროგრესზე, თუმცა გვერდი ვერ აუარა ლიონელ მესის და მის მიმართ უდიდესი სიმპატიები გამოხატა.

 

მადრიდელები გასულ წელთან შედარებით უკეთესად თამაშობენ, ვინაიდან უკვე ერთი წელია, რაც ერთად არიან და ამას გარდა მათ შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავთ. ფეხბურთელებს სწამთ ჟოზე მოურინიოსი. რაც შეეხება ფეხბურთელებს, მესი საუკეთესოა მათ შორის, ვინც კი ოდესმე მინახავს. მას დიდი სარგებელი მოაქვს სპორტისთვის და მიუხედავად იმისა, რომ ის კონკურენტ გუნდში თამაშობს, მისი ყურება ძალიან მსიამოვნებს.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward