workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პონსიო: “კარგი იქნება, თუ მესი ჩვენს წინააღმდეგ არ ითამაშებს”

პონსიო: “კარგი იქნება, თუ მესი ჩვენს წინააღმდეგ არ ითამაშებს”

 

“სარაგოსას” ნახევარმცველი ლეონარდო პონსიო, იმედოვნებს, რომ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე–13 ტურის მატჩში მოედანზე არ ნახავს ლიონელ მესის. როგორც მოგეხსენებათ, სწორედ “სარაგოსა” ესტუმრება კატალონიის “ბარსელონას” შაბათს და გაუმართავს პაექრობას “კამპ–ნოუზე”.

 

“ყოველთვის სასიამოვნოა მესის თამაშის ყურება, როდესაც ის შენს წინააღმდეგ არ თამაშობს. ფაქტია, რომ ლეო ამ დროისათვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ძალიან კმაყოფილები დავრჩებით, თუ იგი არ გამოვა მოედანზე ამ შაბათს. ეს ჩვენთვის დიდი პლიუსი იქნება. ვიცით “ბარსელონას” ფეხბურთის სტილი და ყველანაირად ვეცდებით არ მივცეთ მათ საკუთარი ნამდვილი ძალის ჩვენების უფლება.” –ციტირებს პონსიოს სიტყვებს ესპანური პრესა.

 

შეგახსენებთ, რომ მესი არგენტინიდან ძალიან დაღლილი და სრულიად გამოფიტული დაბრუნდა და შესაძლოა სწორედ ეს გახდეს “სარაგოსას” წინააღმდეგ მისი სათადარიგოთა სკამზე ჯდომის მიზეზი.

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward