“ბარსა ბ”-ს ფეხბურთელებმა ერთ დღიანი დასვენებით ისარგებლეს და კარტინგ-კლუბს ეწვივნენ, შემდეგ კი უახლოვეს რესტორანში ისადილეს.
გუნდის ყველა წევრმა, მათ შორის სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლებმა დილა “ბაიშ პენედესში” გაატარეს. წვიმისგან დასველებულ მოედანზე ისეთმა ფეხბურთელებმა, როგორებიც არიან რუბენ მინიო და კრისტიან ტელიომ შესანიშნავი შედეგი აჩვენეს.
უკვე დღეს, გუნდი დილიდან “მურსიასთან” მატჩისთვის მზადებას დაიწყებს. შეხვედრა შაბათს, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე შედგება.


