მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
საბელია: “კოლუმბიას დამარცხებაში მესიმ უდიდესი როლი ითამაშა”

საბელია: “კოლუმბიას დამარცხებაში მესიმ უდიდესი როლი ითამაშა”

 

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალეხანდრო საბელიამ, განაცხადა, რომ კოლუმბიასთან მოგებულ შეხვედრაში ლიონელ მესის უდიდესი წვლილი მიუძღვის და, რომ სწორედ ლეომ შეასრულა ყველა მნიშვნელოვანი სამუშაო და დაეხმარა გუნდს საჭირო 3 ქულის მოპოვებაში.

 

“ვფიქრობ, ლიონელ მესი ყოველთვის კარგად თამაშობს. მართალია არის მატჩები, როცა ლეოს ჩავარდნა აქვს, თუმცა მთლიანობაში იგი გუნდის ნამდვილი ლიდერია და სწორედ მისი უდიდესი დამსახურებაა, რომ კოლუმბიასთან შეხვედრაში 3 ქულა ავიღეთ. ასევე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ჩემი ბიჭების ხასიათზე. მიუხედავად იმისა, რომ ვაგებდით, მეორე ნახევარში მათ ყველაფერი გააკეთეს და ბოლომდე იბრძოლეს, რათა ჩვენს სასარგებლოდ შემოეტრიალებინათ თამაში. რაც შემეხება პირადად მე, არ შემიძლია მშვიდად ყოფნა. არასოდეს ვარ დაწყნარებული და ყოველთვის აქტიურად ვარ ჩართული ამა თუ იმ მატჩში.” –განაცხადა საბელიამ.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში