მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფეხბურთელთა უმეტესობა ვარჯიშს დაუბრუნდა

ფეხბურთელთა უმეტესობა ვარჯიშს დაუბრუნდა

”ბარსელონას” დღევანდელ ვარჯიშზე სანაკრებო მატჩების შემდეგ ფეხბურთელთა უმეტესობა დაუბრუნდა. პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშა კუენკამ და 17 წლამდელთა გუნდის ფეხბურთელებმა – ბანუსმა, კალვეტმა, მორენომ, გრიმალდომ და ოლივანმა.

”ბარსას” პირველი გუნდის ფეხბურთელების უმეტესობა ოთხშაბათს ვარჯიშს დაუბრუნდნენ პინტოსთან, კეიტასთან, მაქსველთან და ფონტასთან ერთად. სანაკრებო მატჩებიდან დაბრუნდნენ აბიდალი, ალვეში, ტიაგო ალკანტარა და 8 ესპანელი ფეხბურთელი. მათ მონაწილეობა მიიღეს ღამის სესიაში.

მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი მატჩების გამართვის შემდეგ სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელები, მესი, მასკერანო და ალექსის სანჩესი ბარსელონაში უახლოეს საათებში დაბრუნდებიან.

კუენკა და ხუთი 17 წლამდელი

”ბარსას” პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშა კუენკამ და 17 წლამდელთა გუნდის ხუთმა ფეხბურთელმა. ტრავმირებული ფეხბურთელები, პედრო, ადრიანო და აფელაი აგრძელებენ აღდგენითჳ პროგრამით ვარჯიშს.

”ბარსა” შემდეგ ვარჯიშს ხვალ, ადგილობრივი დროით 18 საათზე გამართავს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში